სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მივიდა - კვირის პალიტრა

სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მივიდა

სამების საკათედრო ტაძარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მივიდა.

ბიძინა ივანიშვილი ტაძარში მეუღლესთან ერთად იმყოფება.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები და პარლამენტის დეპუტატები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სამების ტაძარში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

პატრიარქს კვირას, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

"ინტერპრესნიუსი"