სამების საკათედრო ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ - კვირის პალიტრა

სამების საკათედრო ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ

სამების საკათედრო ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.

ამ დროისთვის, სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებიან.

ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გადმოსვენებისთვის ემზადებიან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სამების ტაძარში უნდა დაასვენონ.

პატრიარქს კვირას, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

"ინტერპრესნიუსი"