საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რომლებიც სიონის ტაძარში არიან დაკრძალულები
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი, კვირა. დაკრძალვის ადგილად, პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით, განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარი, - ამის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებაშია ნათქვამი, რომელიც საზოგადოებას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ გააცნო.
ცნობისთვის: თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალულია 8 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: კირიონ II, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკ III, ეფრემ II და დავით V.კირიონ II (ერისკაცობაში - გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი) დაიბადა 1855 წლის 10 ნოემბერს ქვემო ნიქოზში, გორის მაზრაში და გარდაიცვალა 1918 წლის 27 ივნისს, მარტყოფში.
ქართველი ისტორიკოსი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917-1918 წლები). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ 2002 წელს წმინდანადაა შერაცხილი.
ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე) დაიბადა 1861 წლის 15/28 თებერვალს გორის მაზრის სოფ. ნაქალაქევში.
პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ სწავლობდა თბილისისა და სტავროპოლის სემინარიებში.
1921 წლის 11 ივნისს პატრიარქი შავი ჭირის ეპიდემიით გარდაიცვალა. დაკრძალეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც დღემდე განისვენებს XX ს-ის საქართველოს ეკლესიის ღირსეული მამამთავარი. ვრცლად