"მასთან სადილზე ვიყავი სტუმრად და მითხრა - ერთი თხოვნა მაქვსო..." - თემურ ყვითელაშვილმა პატრიარქთან დაკავშირებული მოგონება გაიხსენა - კვირის პალიტრა

"მასთან სადილზე ვიყავი სტუმრად და მითხრა - ერთი თხოვნა მაქვსო..." - თემურ ყვითელაშვილმა პატრიარქთან დაკავშირებული მოგონება გაიხსენა

მუსიკოსმა თემურ ყვითელაშვილმა პატრიარქთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაიხსენა:

"გარდა იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი წარმატება მქონდა, ერთ-ერთი დიდი ადამიანი, რომელსაც მოსწონდა ჩემი შემოქმედება იყო უწმინდესი. ხშირად ვტრაბახობდი იმით, რომ ჩემი შემოქმედება მას უყვარდა. როცა შენს ქვეყანაში უწმინდესს და უნეტარესს უყვარს შენი შემოქმედება, ამას სულს სხვა ფასი აქვს. მიწვევდა მის რეზიდენციაში, როცა ჩამოდიოდნენ საპატიო სტუმრები. იქ ვუკრავდი და გამოარჩევდა განსაკუთრებით რამდენიმეს, მაგალითად, ბახის არიას და ძალიან მოსწონდა ასევე, როცა ვასრულებდი შუბერტის "ავე მარიას" და მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულად მოსწონდა "დაისი" (უვერტურა).

ერთ მშვენიერ დღეს, სადილზე მასთან ვარ სტუმრად და მეუბნება, ერთი თხოვნა მაქვს, თემურო... ძალიან უხერხულია, უწმინდესი რომ გეტყვის, თხოვნა მაქვს შენთანო, დავიბენი... მკითხა: "ავე მარიას" შეასრულებდიო?" - მე ვუპასუხე: ძალიან მომწონდა, მაგრამ მერიდებოდა თქვენი-მეთქი. ძალიან კარგი გამოვაო და ლოცა-კურთხევა მომცა".