„თავისი მისაღები, რომელიც საპატრიარქოს ერთი პატარა ოთახია, 10 წლის განმავლობაში (მისი სამდივნოს ოთახი) გადატიხრული ჰქონდა "დეესპეთი", სადაც მხოლოდ საწოლი ეტეოდა...“ - შორენა თეთრუაშვილი პატრიარქს გლოვობს - კვირის პალიტრა

„თავისი მისაღები, რომელიც საპატრიარქოს ერთი პატარა ოთახია, 10 წლის განმავლობაში (მისი სამდივნოს ოთახი) გადატიხრული ჰქონდა "დეესპეთი", სადაც მხოლოდ საწოლი ეტეოდა...“ - შორენა თეთრუაშვილი პატრიარქს გლოვობს

იმ ბრალ­დე­ბე­ბის ფონ­ზე, რაც ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენ­ტის შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით ის­მის, ცხა­დია, მეტი ინ­ტე­რე­სი ჩნდე­ბა, მარ­თლაც, რე­ა­ლუ­რად ვინ არის ეს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­ზეც ძა­ლი­ან მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვე­ბა.

როცა მას­ზე ერთ-ერთი მიტ­რო­პო­ლი­ტის და სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ის­მის ფრა­ზე­ბი - "რუხი კარ­დი­ნა­ლი", "სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე ქალი", ქალი, რო­მე­ლიც მისი გა­რე­მოც­ვის წევ­რებს, "რამ­დე­ნი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირს, და­ვა­ლე­ბე­ბის კარ­გად შემ­სრუ­ლებ­ლებს ოქ­როს თევზს ეძა­ხის", ჩნდე­ბა კი­თხვა რე­ა­ლუ­რად, ვინ არის შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი. შე­ვე­ცა­დეთ, მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა, ვი­საც თეთ­რუ­აშ­ვილ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, ჰქო­ნია და იც­ნობს.

shorena-41035-1773910132.jpg

პატ­რი­არ­ქის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ჟვა­ნია შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილს თით­ქმის 30 წე­ლია იც­ნობს. ჟვა­ნი­ას თქმით, შე­უძ­ლე­ბე­ლია მის აბ­სო­ლუ­ტურ უფ­ლე­ბებ­სა და მმარ­თვე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და ამის მა­გა­ლი­თად რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა მოჰ­ყავს:

images-1773910165.jpg

"ამ ადა­მი­ან­მა ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში თქვა უარი სა­კუ­თარ თავ­ზე. სა­ე­რო პი­რია, მაგ­რამ ცხოვ­რობს მწი­რად. და­ახ­ლო­ე­ბით 17-18 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც თა­ვი­სი ერ­თა­დერ­თი ბინა, რო­მე­ლიც დედ-მა­მის­გან დარ­ჩა და რო­მე­ლიც სპორ­ტის სა­სახ­ლის უკან მდე­ბა­რე­ობს (პრაქ­ტი­კუ­ლად ქოხ­მა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში), მი­ა­ტო­ვა და სა­პატ­რი­არ­ქო­ში და­სახ­ლდა. დიახ, ერ­თა­დერ­თი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა - დე­დის­გან და მა­მის­გან და­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლი, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ნა­თე­სა­ვის ოჯახს და­უთ­მო... თა­ვი­სი მი­სა­ღე­ბი, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს ერთი პა­ტა­რა ოთა­ხია, 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (მისი სამ­დივ­ნოს ოთა­ხი) გა­და­ტიხ­რუ­ლი ჰქონ­და "დე­ეს­პე­თი", სა­დაც მხო­ლოდ სა­წო­ლი ეტე­ო­და. შო­რე­ნას მთე­ლი ქო­ნე­ბა და ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მისი ტან­საც­მე­ლია, მეტი არა­ფე­რი.

იხილეთ ვრცლად