უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება - კვირის პალიტრა

უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მეტრო დღეიდან 22 მარტის ჩათვლით, მგზავრებს 00:00-ის ნაცვლად, 02:00 საათამდე მოემსახურება. ხვალიდან კი, ასევე 22 მარტის ჩათვლით, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები, რა დროსაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალაქში 02:00 საათამდე გადაადგილდნენ.

„შაბათ-კვირას, 21-22 მარტს, დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.

კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მერია ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"