"მისი ნაჩუქარი პალტო დღესაც მაქვს" - ბიჭი, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქმა აღ­ზარ­და - დღეს წარმატებული მომღერალია - კვირის პალიტრა

"მისი ნაჩუქარი პალტო დღესაც მაქვს" - ბიჭი, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქმა აღ­ზარ­და - დღეს წარმატებული მომღერალია

სა­ქარ­თვე­ლო გლო­ვობს ერის სუ­ლი­ერ მა­მას. 22 მარტს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია მე­ო­რეს სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დაკ­რძა­ლა­ვენ. მა­ნამ­დე ყვე­ლა იხ­სე­ნებს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მშვი­დო­ბის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და რწმე­ნის მა­გა­ლი­თი იყო.

თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც პატ­რი­არ­ქთან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და მო­გო­ნე­ბე­ბი აკავ­ში­რებთ. ასე­თია წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი და­ვით სუმ­ბა­ძე, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქმა აღ­ზარ­და - დღეს ის მსოფ­ლი­ო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლია. მისი ცხოვ­რე­ბის დიდ სას­წა­ულ­ზე, პატ­რი­არ­ქის შვი­ლო­ბი­ლი გამ­ხდა­რი­ყო, უწ­მინ­დეს­თან გა­ე­ტა­რე­ბი­ნა და­უ­ვი­წყა­რი ცხრა წელი, თა­ვად გვი­ამ­ბობს...

- გვი­ამ­ბეთ თქვენს ბავ­შვო­ბა­ზე...

- არა­ერ­თხელ მაქვს მო­ყო­ლი­ლი ჩემი ბავ­შვო­ბის შე­სა­ხებ და ვფიქ­რობ, ამის გა­მე­ო­რე­ბა კი­დევ ბევ­რჯერ სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­მი­წევს, რათა ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის სა­მა­გა­ლი­თო იყოს. რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტეს ნა­წილს, არც მე მქონ­და დალ­ხე­ნი­ლი და ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი გზა! სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან შე­მიყ­ვარ­და და შემ­დეგ იყო საკ­მა­ოდ დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბი იმის­თვის, რომ მეს­წავ­ლა და მი­მეღ­წია ჩემი მიზ­ნის­თვის, რა­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რა ჰქვია...

- მშობ­ლი­უ­რი კა­ხე­თი­დან თბი­ლის­ში პუ­რის ფქვი­ლით დატ­ვირ­თულ მან­ქა­ნას რა­ტომ გა­მოჰ­ყე­ვით?

- დიახ, ნამ­დვი­ლად ასე იყო, რად­გან გზის თან­ხაც კი არ მქონ­და, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ვი­ღაც კე­თილ­მა კაც­მა პუ­რის ფქვი­ლით დატ­ვირ­თულ მან­ქა­ნას გა­მო­მა­ყო­ლა. ახლა ღი­მი­ლით მახ­სენ­დე­ბა ის მოგ­ზა­უ­რო­ბა, თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი სულ მთლად თეთ­რი ვი­ყა­ვი, ფქვილ­ში ამოვ­ლე­ბუ­ლი...

განაგრძეთ კითხვა