ილია მეორის განჩინება მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად - რა უნდა ვიცოდეთ? - კვირის პალიტრა

ილია მეორის განჩინება მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად - რა უნდა ვიცოდეთ?

17 მარტს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II გარ­და­იც­ვა­ლა. უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სის ჟამს, რო­დე­საც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო გლო­ვობს პატ­რი­არ­ქს, მარ­თე­ბუ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ მისი უწ­მინ­დე­სო­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად. გვახ­სოვ­დეს, რომ სიკ­ვდი­ლი არ არის და­სას­რუ­ლი, ხოლო ჩვე­ნი სწო­რი ქცე­ვა და ლოც­ვა სა­უ­კე­თე­სო გზაა მა­რა­დი­უ­ლო­ბა­ში გარ­და­სულ­თა პა­ტივ­სა­ცე­მად.

  • სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია II - გან­ჩი­ნე­ბა მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლის მო­სახ­სე­ნებ­ლად"

ყო­ვე­ლი ოჯა­ხი, მძი­მედ გა­ნიც­დის უახ­ლო­ე­სი წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და გლო­ვით გა­მო­ხა­ტავს თა­ვის წუ­ხილს, მაგ­რამ ბოლო დროს ეს და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მით ვლინ­დე­ბა.

ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა ახ­ლობ­ლე­ბი მრა­ვა­ლი წლის ან მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე არ იხ­დი­ან შავ სა­მოსს და ჩა­მო­შო­რე­ბულ­ნი არი­ან ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას.

უსა­ზღვრო გლო­ვა, გო­დე­ბა, ტი­რი­ლი მე­ტყვე­ლებს ადა­მი­ა­ნის ურ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე; იმა­ზე, რომ მას არ სწამს ღმერ­თი, არ სწამს სუ­ლის უკ­ვდა­ვე­ბა და თვლის, რომ გარ­დაც­ვლი­ლი სა­მუ­და­მოდ და­კარ­გუ­ლია მის­თვის; ამით კი ჭი­რი­სუ­ფა­ლი უდი­დეს ცოდ­ვას იღებს თა­ვის თავ­ზე, რად­გან იგი არას­წო­რი ქცე­ვით მე­ტად ამ­ძი­მებს გარ­დაც­ვლი­ლის უკ­ვდავ სულს, ამ­ძი­მებს თა­ვი­სი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბას.

ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ ნიშ­ნავს მის მოს­პო­ბას. ადა­მი­ა­ნის სული ცო­ცხა­ლია, უკ­ვდა­ვია და იგი მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში იმ­კვიდ­რებს იმ ად­გილს, რა­საც თა­ვი­სი სარ­წმუ­ნო­ე­ბი­თა და ქცე­ვით იმ­სა­ხუ­რებს.

მი­წი­ე­რი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა არის მომ­ზა­დე­ბა მა­რა­დი­უ­ლო­ბი­სათ­ვის. იგია თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი­სათ­ვის უდი­დე­სი გა­მოც­და.

ბედ­ნი­ე­რია, ვინც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და კე­თი­ლი საქ­მით წარ­დგე­ბა ამ გარ­და­უ­ვა­ლი დღის წი­ნა­შე და მარ­თალ­თა სა­ვა­ნის მკვიდ­რი გახ­დე­ბა.

ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ადრე ტო­ვებს ამ წუ­თი­სო­ფელს, ანდა მცი­რე ასა­კი­სა შე­ერ­თვის მა­რა­დი­უ­ლო­ბას. ამა­შიც ჩვენ უნდა და­ვი­ნა­ხოთ გან­გე­ბა უფ­ლი­სა: ღმერ­თს ისი­ნი ნაკ­ლე­ბად ცოდ­ვილ­ნი მიჰ­ყავს თა­ვის­თან.

განაგრძეთ კითხვა