დედის ტრაგედია და მოგონებები ილია მეორეზე: ინტერვიუ დედა სიდონიასთან - კვირის პალიტრა

დედის ტრაგედია და მოგონებები ილია მეორეზე: ინტერვიუ დედა სიდონიასთან

პატ­რი­არ­ქის სა­ხე­ლის­თვის ყური ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და შეჩ­ვე­უ­ლი იმი­ტომ, რომ ჩემი აღ­მზრდე­ლი დე­ი­და სი­ონ­ში და­დი­ო­და და სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­და­რი მოჰ­ქონ­და. კა­ლენ­დრის პირ­ველ გვერ­დზე პატ­რი­არ­ქის ფოტო იყო ხოლ­მე გა­მო­სა­ხუ­ლი. მის პერ­სო­ნას შო­რი­დან ასე ვიც­ნობ­დი... თუმ­ცა ისე­თი დრო იყო, ათე­იზ­მის ეპო­ქა და ჩვენც იმ პე­რი­ოდ­ში ვყა­ლიბ­დე­ბო­დით. მე თა­ვი­სე­ბუ­რი, ჩემი რწმე­ნა მქონ­და" - გვე­უბ­ნე­ბა დედა სი­დო­ნია, რო­მე­ლიც ტა­ძარ­ში 17 წი­ლის ასაკ­ში მი­ვი­და მო­ნაზვნო­ბის გან­ზრახ­ვით... აღ­კვე­ცეს და მას მერე თა­ვის არც ისე მსუ­ბუქ ჯვარს შე­უდ­გა.

ამ დღე­ებ­ში, როცა ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს ილია II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბას გლო­ვობს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პატ­რი­არ­ქი მა­ნაც გა­იხ­სე­ნა, მას­თან პირ­ვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ეპი­ზო­დე­ბი...

ამ თე­მა­ზე უფრო ვრცლად სა­უ­ბა­რი დედა სი­დო­ნი­ას ჩვენც ვთხო­ვეთ და ახლა სწო­რედ ამ ინ­ტერ­ვი­უს გთა­ვა­ზობთ.

დედა სი­დო­ნია:

- ჯერ თე­ლა­ვის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მი­ვე­დი, სა­დაც მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გოლ ცერ­ცვა­ძე სწი­რავ­და და ტა­ძარ­ში მის გარ­და სულ 5 ადა­მი­ა­ნი ვი­დე­ქით - მღვდე­ლი, დი­ა­კო­ნი, მე­და­ვით­ნე, მე­სან­თლე და მე. სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში მის­ვლა კი მერე გა­დავ­წყვი­ტე. რომ მი­ვე­დი, ის-ის იყო, პატ­რი­არ­ქმა მე­უ­ფე და­ნი­ე­ლი ეპის­კო­პო­სად რომ აკუ­თხა და აცი­ლებ­დნენ, მაგ­რამ მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია მა­შინ არ მქო­ნია. როცა უკვე მო­ნას­ტერ­ში დავ­რჩი, უწ­მინ­დე­სი იქა­უ­რო­ბას ხში­რად სტუმ­რობ­და... მა­შინ მამა გაბ­რი­ე­ლიც ცო­ცხა­ლი იყო... მე­უ­ფე და­ნი­ელს სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტე­რი ება­რა. ასა­კო­ვა­ნი დე­დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ. სულ სხვა რე­ა­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვით - სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცოტა მო­ნა­ზო­ნი იყო, ალ­ბათ ასე - 30. იმის გამო, რომ პატ­რი­არ­ქი სამ­თავ­რო­ში ხში­რად მო­დი­ო­და, მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო.

ერთ-ერთ დღე­სას­წა­ულ­ზე ეზო­ში, წმინ­და ნი­ნოს ტა­ძარ­თან ვის­ხე­დით. მე­უ­ფე კლა­სიტ­რა­ტე და პატ­რი­არ­ქი ერ­თმა­ნეთს ღი­მი­ლით ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ - ყაზ­ბე­გი ჯო­ბია თუ თე­ლა­ვი ანუ თა­ვი­ანთ კუ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ცოტა და­ვი­ძა­ბე, თე­ლა­ვი­დან ვი­ყა­ვი და მი­კერ­ძო­ე­ბა­ში არ ჩა­მეთ­ვა­ლოს-მეთ­ქი. ბო­ლოს ყაზ­ბე­გი პატ­რი­არ­ქმა ისე აღ­წე­რა, რომ მას და­ვე­თან­ხმე. იცი­ნოდ­ნენ... ეს იყო ფაქ­ტობ­რი­ვად ჩემი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა. მერე დედა ქე­თე­ვან­მა პატ­რი­არ­ქთან მი­მიყ­ვა­ნა და მას­თან წარ­მად­გი­ნა, ახა­ლი მორ­ჩი­ლი გვყავს თე­ლა­ვი­და­ნო. მე­უ­ფე კა­ლის­ტრა­ტეს გა­უ­ხარ­და - რა კარ­გი­აო. უწ­მინ­დე­სიც ღი­მი­ლით მი­ყუ­რებ­და, მაკ­ვირ­დე­ბო­და, მათ­ვა­ლი­ე­რებ­და. მერე თავ­ზე ხელი და­მა­დო... ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, - სამ­თავ­როს ეზო­ში გახ­ლდით, გარ­შე­მო მო­ნაზვნე­ბი იყ­ვნენ და იქვე იყო პატ­რი­არ­ქი. ისე­თი გან­ცდა მქონ­და, თით­ქოს სა­სუ­ფევ­ლის წინ ვი­ყა­ვი. დედა ქე­თე­ვან­მა ჩემი თავი პატ­რი­არ­ქს ასე გა­აც­ნო და და­ა­ლოც­ვი­ნა. მან გზა გუ­ლით და სუ­ლით და­მი­ლო­ცა და რა­ღაც კი­თხვე­ბიც დმის­ვა...

განაგრძეთ კითხვა