მეუფე ნიკოლოზი: „შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ - წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები“ - კვირის პალიტრა

მეუფე ნიკოლოზი: „შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ - წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები“

შორს არ არის ის დღე, როდესაც დავაყენებთ უწმინდესობის კანონიზაციის [წმინდანად შერაცხვა] საკითხს - უკვე არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები. მიდით, სთხოვეთ და შეგისრულებთ, ნახავთ, თუ ასე არ იქნება! - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან, სამების საკათედრო ტაძართან განაცხადა.

მისივე თქმით, წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანი ასევე არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც უკვე ვხედავთ.

„გვითხრეს, რომ სიონში მღვდელმთავრებსაც ვერ შეგვიშვებენ. ვერ წარმომიდგენია იქ მსოფლიო პატრიარქი იყოს, ასევე სხვა ქვეყნის პატრიარქები, დელეგაციები... ფიზიკურად არ არის ამის ადგილი. არა უშავს, დაიკრძალება პატრიარქი და საფლავიც ღია იქნება.

რატომ არის მნიშვნელოვანი მასთან ახლოს მისვლა, მის სხეულთან, საფლავთან შეხება?! იმიტომ, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც დავაყენებთ საკითხს უწმინდესობის კანონიზაციის შესახებ.

გარდა იმისა, რომ წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, უკვე არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები. მიდით, სთხოვეთ და შეგისრულებთ, ნახავთ, თუ ასე არ იქნება! - აღნიშნავს ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

განაგრძეთ კითხვა