საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ქვეყნების წამყვან ოცეულშია - რა მონაცემებია ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) 2025 წლის ანგარიშში
საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ქვეყნების წამყვან ოცეულშია. BPN.GE-ს ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ვებგვერდზე გავრცელდა.
სააგენტოს ცნობით, 2025 წელს ევროპაში თავშესაფარი საქართველოს 15 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა.
ანგარიშის თანახმად, საქართველო სიაში მე-17 ადგილზეა და ამ განაცხადების რაოდენობით ჰაიტის (მე-18 ადგილი), გვინეასა (მე-19) და ერაყს (მე-20) უსწრებს, ხოლო ერთი პოზიციით წინ მყოფ ერიტრეას, თითქმის, უტოლდება.
„2025 წელს EUAA-მ საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ 15 295 განაცხადი დაარეგისტრირა. აქედან პირველადი განაცხადი 12 788 იყო, ხოლო გადაწყვეტილება 12 408 განაცხადზე გამოიტანეს. სტატუსის მინიჭების საერთო დადებითი მაჩვენებელი 0.05%-ს, ხოლო უარყოფითი 0.95%-ს შეადგენს. 11 577 განაცხადი განხილვის პროცესში იყო, ხოლო 1 026 უკან გაიწვიეს. ევროკავშირის ტოპ 3 ქვეყანა, სადაც ქართველები თავშესაფარს ითხოვდნენ, საფრანგეთი, იტალია და გერმანიაა. პირველ ინსტანციაში აღიარების, ანუ სტატუსის მინიჭების მაჩვენებელმა საფრანგეთში 6%, იტალიაში 4%, გერმანიაში კი 0% შეადგინა. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, ანალოგიური 0%-იანი აღიარების მაჩვენებელია საბერძნეთში, ნიდერლანდებში 3%, ავსტრიაში - 7%, ირლანდიაში - 9%, ესპანეთში - 12%, ხოლო ბელგიაში 23%-ია. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები მოიცავს ყველა პირს, რომელსაც ევროკავშირის მიერ რეგულირებული საერთაშორისო დაცვის (ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის) სტატუსი მიენიჭა. საერთაშორისო დაცვის შესახებ გადაწყვეტილებას პირველი ინსტანცია პროცედურის ფარგლებში პირველი ან განმეორებითი განაცხადის შემდეგ იღებს. რაც შეეხება ძირითადი მოქალაქეობის შესახებ განაცხადებს, 2024 წელთან შედარებით, საქართველოდან გერმანიაში 31%-ით ნაკლები, იტალიასა და საბერძნეთში კი, პირიქით, 26%-ითა და 34%-ით მეტი განაცხადი შევიდა. მთლიანობაში, 2025 წელს, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, პლუს ნორვეგიასა და შვეიცარიაში (ევროკავშირი+) საერთაშორისო დაცვის შესახებ, დაახლოებით, 822 000 განაცხადი შევიდა, რაც 2024 წელთან შედარებით 19%-ით ნაკლებია. კლება,