"ჩვენო ცისანა, დიდწილად შენი დამსახურებაა, რომ აქამდე გვქონდა პატივი და ბედნიერება, ჩვენი სათაყვანებელი უწმინდესისთვის გვეცქირა" - რას წერს პატრიარქის ექიმზე თენგიზ ცერცვაძის მეუღლე?
პატრიარქის ექიმზე, ცისანა შარტავაზე სოციალურ ქსელში წერს ექიმი ანა თოფურია, რომელიც ცნობილი ინფექციონისტის, აწგარდაცვლილი თენგიზ ცერცვაძის მეუღლეა.
"ჩვენო ცისანა, დიდწილად შენი დამსახურებაა, რომ აქამდე გვქონდა პატივი და ბედნიერება, ჩვენი სათაყვანებელი უწმინდესისთვის გვეცქირა და გვესმინა. ეს თენგიზსაც არა ერთხელ აღუნიშნია.მადლობა შენ" - წერს ანა თოფურია.
ცნობისთვის, ქალბატონი ცისანა გუშინ სამებაში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მივიდა და უწმინდესის ხსოვნას მიაგო პატივი.