"აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: სად არის პატრიარქის პირობა, როდესაც ბრძანა: უფალი მანამდე არ წამიყვანს, ვიდრე საქართველო სამშვიდობოს არ გავაო - რა არის, თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც დღეს ქვეყანაში ვხედავთ?" - კვირის პალიტრა

"აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: სად არის პატრიარქის პირობა, როდესაც ბრძანა: უფალი მანამდე არ წამიყვანს, ვიდრე საქართველო სამშვიდობოს არ გავაო - რა არის, თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც დღეს ქვეყანაში ვხედავთ?"

ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება და სამშვიდობოს არ გავა“. მე დავსვამ კითხვას: რა არის ეს თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. რა არის ეს თუ არა პირობა პატრიარქის, აწ უკვე აღსრულებული: „მე წაგიძღვებით თქვენ უფლისკენ მიმავალ გზაზე, მე არ მიგატოვებთ თქვენ არასდროს, ვიდრე უფალთან ერთობით არ განვისვენებთ სამუდამოდ მარადიულობაში,- ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, პატრიარქს უნდოდა ბედნიერი საქართველო, უნდოდა უკეთესი საქართველო და ჩვენ ეს საქართველო მივიღეთ. მისივე თქმით, პატრიარქის აღზრდილი ქართველი ერი, ეკლესია, მას არასდროს უღალატებს.

„ვიზიარებ თითოეული თქვენგანის მწუხარებას, ტკივილს. ძალიან მძიმე დღეებია თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად საქართველოსთვის და არ შევცდები თუ ვიტყვი - სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის და არა მხოლოდ. ძალიან რთული იყო დღეს მსახურება, წირვის ჩატარება და პირველად მოგვიწია მსახურებაში ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, როგორც აწ უკვე გარდაცვლილის მოხსენიება. ძალიან გაჭირდა იმ სიტყვების თქმა, სადაც მწირველი ამბობს: „პირველად მოიხსენე უფალო უწმინდესი და უნეტარესი“ და დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ამ ლოცვაში ვერ მოვიხსენეთ და საერთოდ ყველა მსახურება, რომელსაც ჩვენ აღვავლენთ და ყოველი დღე, ვიდრე ერთი წელი შესრულდება, ყოველთვის იქნება პირველი პატრიარქის ხორციელად ჩვენს გვერდით ყოფნის გარეშე და ყოველი ეს დღე, ყოველი ეს ლოცვა, მსახურება, ყოველი ქმედება იქნება ძალიან რთული, ძალიან მძიმე, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი ნუგეშის მომცემი, რადგანაც პატრიარქი წავიდა ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, სადაც „მართალნი განისვენებენ”. ვის, თუ არა პატრიარქს, ბევრი მცდელობის მიუხედავად, შეეძლო ქართველი ერის გამთლიანება, ქართველი ერის ეკლესიის წიაღში მოქცევა. გააგრძელეთ კითხვა