ვინ არიან ცნობილი ფოტოს გმირები: "თითქმის შვიდი საათი ღამით რიგში ვიდექით, მაგრამ პატრიარქის სიყვარული გვაძლევდა ძალას" - კვირის პალიტრა

ვინ არიან ცნობილი ფოტოს გმირები: "თითქმის შვიდი საათი ღამით რიგში ვიდექით, მაგრამ პატრიარქის სიყვარული გვაძლევდა ძალას"

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ისთვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად სა­მე­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი გრძელ­დე­ბა. ილია II-ის­თვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად სა­მე­ბის ტა­ძა­რი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ღიაა. 4 დღეა უკვე, სა­მე­ბის ტა­ძა­რი გა­და­ჭე­დი­ლია. ხალ­ხის ნა­კა­დი არ წყდე­ბა. ყვე­ლას სურს, გა­მო­ემ­შვი­დო­ბოს ერის სუ­ლი­ერ მა­მას. ზო­გი­ერთს ღა­მით წვი­მა­ში 7-8 სა­ა­თიც კი მო­უხ­დათ ყოფ­ნა...

გა­სუ­ლი დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა რიგ­ში მდგო­მი მამა-შვი­ლის ემო­ცი­ურ­მა ფო­ტომ... ფო­ტო­ზე ლაშა ჯო­ლო­ხა­ვა თა­ვის შვილ­თან ერ­თად არის.AMBEBI.GE ლაშა ჯო­ლო­ხა­ვას ესა­უბ­რა...

- თქვე­ნი შვი­ლი პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლია?

- არა... პატ­რი­არ­ქის უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­სა­ცი­ლებ­ლად ჩემს ორ შვილ­თან ერ­თად წა­ვე­დი. ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე შე­ვუ­ერ­თდი მსვლე­ლო­ბას და სა­მე­ბის ტა­ძარ­ში დი­ლის შვი­დის თხუთ­მეტ წუთ­ზე შე­ვე­დით. თით­ქმის შვი­დი სა­ა­თი ღა­მით რიგ­ში ვი­დე­ქით. და­ვი­თი, რო­მე­ლიც ფო­ტო­ზე მო­ჩანს 11 წლი­საა. მე­ო­რე წინ დგას, სახე უჩანს ფო­ტო­ზე - ის 13 წლი­საა... ფო­ტო­ზე ჩანს, რომ ბავ­შვს ჩა­ე­ძი­ნა, მაგ­რამ მედგრად იყო, ცოტა ხნით ჩა­ე­ძი­ნა, მერე მალე გა­იღ­ვი­ძა და ტა­ძარ­ში თა­ვის ფე­ხით შე­მო­ვი­და. თა­ვის სურ­ვი­ლით წა­მო­ვი­და, არც ისე პა­ტა­რაა, ეკ­ლე­სი­ა­ში და­დის, მო­ზი­ა­რეა და ყვე­ლა­ფე­რი იცის. გააგრძელეთ კითხვა