"მათი ურთიერთობა მარტივი არ ყოფილა" - პატრიარქისა და ზვიად გამსახურდიას ნაკლებად ცნობილი ფოტო: რას წერს ისტორიკოსი გიორგი არქანია
რა იდგა საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და კათოლიკოს-პატრიარქის მრავალწლიანი, წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობის მიღმა? - ისტორიკოსი გიორგი არქანია აქვეყნებს ნაკლებად ცნობილ ფოტოს და მიმოიხილავს იმ გზას, რომელიც ზვიად გამსახურდიამ და ილია II-მ ერთად თუ ცალ-ცალკე განვლეს. 70-იანი წლების მხარდაჭერიდან 90-იანების კრიზისამდე
- მსურს, გაგიზიაროთ ნაკლებად ცნობილი ფოტო, რომელზეც ასახულნი არიან კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
მათი ურთიერთობა მარტივი არ ყოფილა, ისევე როგორც თავად ისინი არ ყოფილან მარტივი ადამიანები. ეს ურთიერთობა იწყება 1970-იანი წლებიდან, როდესაც ზვიად გამსახურდია აქტიურად უჭერდა მხარს ილია II-ის პატრიარქად არჩევას და ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა, და სრულდება 90-იანების დასაწყისში, როდესაც ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური კრიზისის დროს პატრიარქმა უკვე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, რბილად რომ ვთქვათ, მხარი არ დაუჭირა. მიუხედავად გართულებული ურთიერთობისა და სავარაუდოდ დიდი წყენისა, ზვიად გამსახურდიას არ დაურღვევია მასთან ცივილიზებული ურთიერთობისა და დამოკიდებულების ფორმები, რადგან, როგორც ქრისტიანი და ქართველი, პატივს სცემდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის უდიდეს, ისტორიულ როლს ქვეყნის გაერთიანების საქმეში, საპატრიარქო ტახტს.
ამ ორი პიროვნებიდან რომელიმე მოგვწონს თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერის უდიდეს ნაწილს არავინ ჰყვარებია ისე, როგორც ისინი (ისევე როგორც, არსებობენ და იარსებებენ მათი მოძულეებიც). დრო უნდა გავიდეს, რომ ჩვენი უახლესი წარსულის ობიექტურად და ადეკვატურად გააზრება მოხდეს, ეს საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი იქნება. გააგრძელეთ კითხვა