„ის სას­ტი­კი მო­და­რა­ჯეა სამ­შობ­ლო­სი და ამა­ვე დროს სა­ოც­რად ლმო­ბი­ე­რი და ჩვი­ლი გუ­ლის პატ­რო­ნია“ - ბესიკ ხარანაულის მოგონება პატრიარქზე - კვირის პალიტრა

„ის სას­ტი­კი მო­და­რა­ჯეა სამ­შობ­ლო­სი და ამა­ვე დროს სა­ოც­რად ლმო­ბი­ე­რი და ჩვი­ლი გუ­ლის პატ­რო­ნია“ - ბესიკ ხარანაულის მოგონება პატრიარქზე

ცხრა ათე­უ­ლი წელი ის­ტო­რი­ი­სათ­ვის ერთი ამო­სუნ­თქვაა, პი­როვ­ნე­ბი­სათ­ვის კი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დროა, ცხოვ­რე­ბის დიდი ეტა­პია. მით უმე­ტეს, როცა ლა­პა­რა­კია სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბულ, უფ­ლის­გან ერის სუ­ლი­ერ მა­მად გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ან­ზე - სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქზე, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სზე, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტ ილია მე­ო­რეზე

ბე­სიკ ხა­რა­ნა­უ­ლი, პო­ე­ტი:

- დი­დე­ბა და მად­ლო­ბა ღმერ­თსა, და დი­დე­ბა დღეს დღე­ვან­დელ­სა! დი­დე­ბა ჩვენს პატ­რი­არ­ქს, ილია მე­ო­რეს, რო­მელ­მაც ცა­რი­ე­ლი მიწა გა­ავ­სო ეკ­ლე­სია- მო­ნას­ტრე­ბით და ცა­რი­ელ სუ­ლებ­ში სან­თე­ლი და­ან­თო. მე არ წა­მო­მიდ­გე­ნია ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი, მუ­სი­კო­სი იქ­ნე­ბა ის, თუ პო­ე­ტი, თუ მწე­რა­ლი, თუ მხატ­ვა­რი, რომ მის­გან მად­ლი არ მი­ე­ღოს. მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ეს დი­დე­ბუ­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სახე მღდელმთა­ვა­რი­სა არ იყოს ასა­ხუ­ლი. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე­თი დიდი მა­გა­ლი­თი ადა­მი­ა­ნებ­ში არ შე­იჭ­რას და იქ არ იმ­ყო­ფე­ბო­დეს. დიდი ხა­ნია ასე­თი ღვაწ­ლი ჩვენ არ გვი­ნა­ხავს, მან მო­აქ­ცია თა­ვი­დან ქარ­თვე­ლო­ბა რჯულ­ზე და მე თაყ­ვანს ვცემ მის და­რა­ჯო­ბას. ის სას­ტი­კი მო­და­რა­ჯეა სამ­შობ­ლო­სი და ამა­ვე დროს სა­ოც­რად ლმო­ბი­ე­რი და ჩვი­ლი გუ­ლის პატ­რო­ნია. ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლია, რომ­ლის სი­ცო­ცხლე ჩვენ­თვის წა­მა­ლია. ღმერ­თო, ამი­ტომ სა­სო­წარ­კვე­თის ზღვარ­ზე, ვუ­სუ­რებ მას დიდ­ხანს სი­ცო­ცხლეს და ღვთის ძა­ლას. ჩვენს ის ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა.

წაიკითხეთ ვრცლად