„თქვენ რომ არა, ახლა ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი...“ - ტარიელ ხარხელაურის ლექსი პატრიარქზე - კვირის პალიტრა

„თქვენ რომ არა, ახლა ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი...“ - ტარიელ ხარხელაურის ლექსი პატრიარქზე

დღეს, როდესაც საქართველო თავის სულიერ მამას ემშვიდობება და პატრიარქის დაკრძალვის დღეა, განსაკუთრებით მძაფრად ისმის ის სიტყვები, რომლებიც მას სიცოცხლეშივე უძღვნეს.

პოეტმა ტარიელ ხარხელაური პატრიარქის 80 წლის იუბილეზე მიუძღვნა ლექსი, რომელიც ambebi.ge-ს გაუზიარა

ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი, პო­ე­ტი:

"თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, ტკი­ვი­ლე­ბის შენ­დო­ბას ამ ტკი­ვილ­თა გა­რე­შე რო­გორ გა­გი­ბე­დავ­დი,

ჩემი ჩა­მო­ნის­ლუ­ლი პო­ე­ზი­ის ერ­დო­დან შენს ლოც­ვებ­ში, და შენ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ვხე­დავ­დი.

თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, ახლა ღო­ნე­მიხ­დი­ლი და­სე­რი­ლი ფიქ­რე­ბით მინ­დორს ვგა­ვარ ნა­ურ­მალს,

მე­ში­ნია სი­ცო­ცხლის, არც შვე­ბაა სიკ­ვდი­ლი - ვიდ­რე ჩემი მა­მუ­ლი ასე ძლი­ერ მა­ურ­ვებს.

თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, თუ ფარ-ხმა­ლი დავ­ყა­რე, შიში ისე ხარ­ბად ღრღნის ჩემს სხე­ულს და საფშვინ­ველს,

ახ­ლაც შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვაკ­ვირ­დე­ბი ვარ­სკვლა­ვებს, მსოფ­ლიო მძვინ­ვა­რე­ბა რო­გორ ძლი­ერ მა­ში­ნებს“.

ეს სტრი­ქო­ნე­ბი 80 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დავ­წე­რე. ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი ხართ. თუკი დე­და­მი­წა­ზე ვინ­მე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­არ­ჩიო, ეს თქვენ ხართ. თქვენ და­მა­ყე­ნეთ ეკ­ლე­სი­ის გზა­ზე, რწმე­ნის გზა­ზე და დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით ამი­სათ­ვის. თქვენ რომ არა, ახლა ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი...

იხილეთ ვრცლად