მეუფე დიმიტრის დიდი ოჯახი ჰყავს - შვილები და შვილიშვილები - როგორ გახდა პატრიარქის ძმისშვილი მიტროპოლიტი?
როცა მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაემშვიდობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, რასაკვირველია, ყველაზე მეტად უდიდესი დანაკარგი მისმა უახლოესმა ადამიანებმა განიცადეს - ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა. პირველ რიგში კი მისმა ძმისშვილმა და ამავდროულად ერთგულმა მეგობარმა წლების განმავლობაში. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი (სწორედ მისი დისშვილი აღიკვეცა პატრიარქის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ბერად და დაერქვა ილია).

პატრიარქის და-ძმა მონაზონი ნატალია და ბერი გიორგი (შიოლაშვილი)
როგორც ცნობილია, ილია მეორეს (ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილს), რომელიც 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა, ჰყავდა დედმამიშვილები: ძმები - თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, და – ნინო (ნატალია).