"ჩემთვის კვირა დღე გაუსაძლისი იქნება - უსაქართველოდ-მოძღვარო!" - პეტრე კოლხი პატრიარქს ემშვიდობება
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პატრიარქს ემშვიდობება:
„ნახვამდის, პატრიარქო!..მიყვარხარ, პატრიარქო, მიყვარხარ, საქართველო!.. პატრიარქო, თქვენ მალე სიონი გულში ჩაგიკრავთ, მაგრამ საქართველოს ვერასდროს დაემშვიდობებით… მაპატიეთ, რომ ბოლო გზაზე ვერ გაცილებთ, მაგრამ თქვენგან შეყვარებულმა იესომ უწყის, ემიგრაცია არ ყოფილა ჩემი გადაწყვეტილება….თქვენი ნება რომყოფილიყო, ვიცი, არასდროს გამომიშვებდით !..მადლობა მამობრივი მზრუნევლობისთვის… მადლობა, რომ პოეტური-დაუდგრომელი ბუნების გესმოდათ და უსიტყვოდ მიგებდით… მადლობა სნოში გატარებული დღეებისთვის… მადლობა სამების საპატრიარქო ტაძრისთვის… მადლობა სვეტიცხივლისთვის… მადლობა იმ სვიტერისთვის, გული რიმ გამითბო…

მადლობა ტაშისთვის…..
მადლობა იმ ცრემლებისთვის, ჩემი ლექსების მოსმენისას თვალებს რომ გისველებდათ….
მადლობა ტერენტი გრანელის ასე შეყვარებისთვის….
მადლობა პაოლო იაშვილის წესის აგებისთვის….
მადლობა სიყვარულისთვის, მიტევებისთვის, ადამიანობისთვის ….პ
პატრიარქო, მას მერე 17 წელი გავიდა და გპირდებით, ემიგრაციაში შევასრულებ თქვენ დავალებას და დავწერ, რომ ,,მიწის ცქერით დაიღალა მთვარე”….დაგვეხმარე, საპატრიარქო ტახტზე ის ვიხილოთ, ვინც რუსეთს არ გადასცემს საქართველოს….
ვინც შეძლებს, უნუგეშოს ნუგეში მოჰფინოს, მტირალს ცრემლი მოწმინდოს, მშიერი დააპუროს, წაქცეული წამოაყენოს….ვინც შეძლებს, ოდნავ მაინც დაგემსგავსოთ, მიტევებასა და სიყვარულში…..
დამილოცეთ გზები და მალე დამაბრუნეთ ჩემ სამშობლოში, რომ თქვენი კურთხევით აღდგენილ ჩემ პატარა ნატაძრალს მოვეფერო და საკუთარი მხრები შევაშველო….ნახვამდის, პატრიარქო !…
ჩემთვის კვირა დღე გაუსაძლისი იქნება-უსაქართველოდ-მოძღვარო !…“