რა არის ცნობილი მსოფლიო პატრიარქზე, რომელმაც წესი აუგო ილია II-ს - რატომ მოიხსენიებენ ბართოლომეოს I-ს "მწვანე პატრიარქად" - კვირის პალიტრა

რა არის ცნობილი მსოფლიო პატრიარქზე, რომელმაც წესი აუგო ილია II-ს - რატომ მოიხსენიებენ ბართოლომეოს I-ს "მწვანე პატრიარქად"

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია II-ის წე­სის აგე­ბის მსა­ხუ­რე­ბა ჩა­ტარ­და.

მსა­ხუ­რე­ბა კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი­სა და ახა­ლი რო­მის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქმა ბარ­თლო­მე­ოს I- მა, სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრეს­თან, მიტ­რო­პო­ლიტ ში­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან ერ­თად, აღას­რუ­ლა. ის დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად დღეს ჩა­მოფ­რინ­და თბი­ლის­ში და სა­მე­ბა­ში პირ­და­პირ აე­რო­პორ­ტი­დან მი­ვი­და.

iliameore-50704-1774174988.jpg

რა არის ცნო­ბი­ლი მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქზე?ბარ­თო­ლო­მე­ოს I ( ერის­კა­ცო­ბა­ში დი­მიტ­რი­ოს არ­ქონ­ტო­ნი­სი) - კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის 232–ე მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი და მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქი და­ი­ბა­და 1940 წლის 29 თე­ბერ­ვალს, თურ­ქე­თის კუნ­ძულ იმბროს­ზე. და­წყე­ბი­თი სკო­ლა და­ამ­თავ­რა იქვე, ხოლო სა­შუ­ა­ლო - სტამ­ბოლ­ში. 1961 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ას­რუ­ლა ხალ­კის საღვთის­მე­ტყვე­ლო სკო­ლა. 1961–1963 წწ. მსა­ხუ­რობ­და თურ­ქე­თის არ­მი­ა­ში.

1961 წელს აღიკ­ვე­ცა ბე­რად და ეწო­და ბარ­თო­ლო­მე­ო­სი. 1961 წლის 13 აგ­ვის­ტოს აკურ­თხეს ბერ­დი­აკ­ვნად. 1963-1968 წწ. მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს სტი­პენ­დი­ით სწავ­ლობ­და რო­მის პონ­ტი­ფი­კო­სის აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბის ინ­სტი­ტუ­ტში.

განაგრძეთ კითხვა