"რაღაც გაურკვეველი ჩოჩქოლია… არავინ არაფერს ამბობს და ყველა ერთმანეთს უყურებს …" - რას იხსენებს ეკა ბესელია პატრიარქის გარდაცვალების დღიდან?
პოლიტიკოსი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში პატრიარქის გარდაცვალების დღეს იხსენებს:
"საავადმყოფოში ყოფნის ბოლო საათები …
ყველა უახლოესი ადამიანი ყოველ წამს ელოდება ახალ და სანუგეშო ამბავს …
ჩემი მამა კონსტანტინე და მამა დავითი დარდიანები დგანან…
თითქოს გაჩნდა იმედი, თქვეს რომ სისხლდენა შეჩერდა და ელოდებიან ახალ მონაცემებს …
გავედი გარეთ და ნანუკა ქაჯაია მხვდება , მთხოვს ჩავერთო პირდაპირ ეთერში … ინგას გადაცემაა … მთელი საქართველო ელოდება ახლა კარგ ამბავს და ….
რაღაც გაურკვეველი ჩოჩქოლია … არავინ არაფერს ამბობს და ყველა ერთმანეთს უყურებს ….
მამა კონსტანტინე გარეთაა… მამა ეფრემიც….
ისევ შევედი შიგნით და გაუცნობიერებლად მივდივარ იმ მხარეს , სადაც ჩვენი სულიერი მამა იმყოფება … ჩავდივარ იმ კიბეებზე … არავინ ჩანს … თითქოს დაცარიელდა სამყარო…. ისევ ჩავდივარ ქვემოთ …. სრული სიცარიელეა….
"ყველანი როგორც ჩანს მის პალატასთან იყო …
კიბეებზე
შევყოვნდი და … უკან ამოვბრუნდი …
კუთხეში დავდექი და …
გავქვავდი …
არ ვიცოდი რა მექნა და ვერ ვგრძნობდი რას ვაკეთებდი …
ყველა ვისაც ვხედავდი საავადმყოფოში უსიტყვოდ და უხმოდ მხოლოდ შიშის თვალებით იმზირებოდა …
ეს იყო წამი , როდესაც ვერავინ ამბობდა , რომ ჩვენი სულიერი მამა გარდაიცვალა …
ვხედავდი მხოლოდ სილუეტებს …" - წერს ეკა ბესელია.