როგორ მივიდა ბაშის ეკლესიის კურთხევაზე ილია მეორე, მსოფლიო პატრიარქთან ერთად - რას იხსენებს მამუკა ხაზარაძე? - კვირის პალიტრა

როგორ მივიდა ბაშის ეკლესიის კურთხევაზე ილია მეორე, მსოფლიო პატრიარქთან ერთად - რას იხსენებს მამუკა ხაზარაძე?

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია II-ის წე­სის აგე­ბის მსა­ხუ­რე­ბა ჩა­ტარ­და.

მსა­ხუ­რე­ბა კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი­სა და ახა­ლი რო­მის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქმა ბარ­თლო­მე­ოს I-მა, სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრეს­თან, მიტ­რო­პო­ლიტ ში­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან ერ­თად, აღას­რუ­ლა. ის დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად დღეს ჩა­მოფ­რინ­და თბი­ლის­ში და სა­მე­ბა­ში პირ­და­პირ აე­რო­პორ­ტი­დან მი­ვი­და. მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქთან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ტია "ლელო" - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე იხ­სე­ნებს:

"ბა­შის ეკ­ლე­სია

28 აგ­ვის­ტოს სო­ფელ­ში დიდი აურ­ზა­უ­რი და ჟრი­ა­მუ­ლი იწყე­ბო­და, ბავ­შვე­ბი ჭი­ა­კო­კო­ნო­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით. სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ვინ იცო­და, რა ტრა­დი­ცია იყო ეს, თუმ­ცა ის, რომ ან­თე­ბულ კო­ცონს უნდა გა­დახ­ტო­მო­დი, დიდ ინ­ტე­რესს და საბ­რძო­ლო ჟინს იწ­ვევ­და პა­ტა­რებ­ში და დი­დე­ბიც მშვე­ნივ­რად ერ­თო­ბოდ­ნენ.

შინ რომ დავ­ბრუნ­დე­ბო­დით, სო­ფიო ბე­ბია იმ დღის­თვის გა­მომ­ცხვარ კვე­რებ­ში სან­თლებს ჩა­არ­ჭობ­და, სა­კურ­თხის სუფ­რას გაშ­ლი­და, საკ­მე­ველს მო­აკ­მევ­და და ჩურ­ჩუ­ლით, რუ­დუ­ნე­ბით კი­თხუ­ლობ­და ლოც­ვებს. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ხომ ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი გვეკ­რძა­ლე­ბო­და და მხო­ლოდ დიდი ხნის შემ­დეგ, რო­დე­საც ეკ­ლე­სი­ა­ში და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, გა­ვი­გე ღვთის­მშობ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ისიც გა­ვი­გე, რომ ჩემს სო­ფელ­ში ბოლ­შე­ვი­კებს ხუთი ეკ­ლე­სია და­ენგრი­ათ და ხალ­ხი ჩუ­მად, მაგ­რამ მთე­ლი გუ­ლით, ასე­თი რი­ტუ­ა­ლე­ბით აღ­ნიშ­ნავ­და დღე­სას­წა­უ­ლებს.

xazaradze2-55601-1774180839.jpg

ეტყო­ბა, არ მას­ვე­ნებ­და ამა­ზე ფიქ­რი და 2002 წელს სო­ფელ­ში ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის აშე­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ავი­ღე კურ­თხე­ვა მე­უ­ფე სა­ბას­გან, და­ვუ­კავ­შირ­დით ნი­ჭი­ერ არ­ქი­ტექ­ტორს, დათო სვა­ნი­ძეს და სა­უ­კე­თე­სო მშე­ნე­ბელს, დათო ლა­ცა­ბი­ძეს. მა­მა­ჩემს ვთხო­ვე ორ­გა­ნი­ზე­ბა და შე­ვუ­დე­ქით საქ­მეს. რა­ღაც გა­მორ­ჩე­უ­ლის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი გვქონ­და და ავა­შე­ნეთ ტა­ძა­რი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მე­თო­დით, დიდი, ნა­ხე­ვარ­ტო­ნი­ა­ნი ლო­დე­ბით, ულა­მა­ზე­სი ჩუ­ქურ­თმე­ბით, რო­მელ­თა ას­ლე­ბი თით­ქმის ყვე­ლა ის­ტო­რი­უ­ლი ტაძ­რი­დან გად­მო­ვი­ღეთ, გა­დავ­ხუ­რეთ ძვე­ლე­ბუ­რად, ლორ­ფი­ნით. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გა­მო­ვი­და. და­ი­ნიშ­ნა ტაძ­რის კურ­თხე­ვის დღეც, ბევრ სტუ­მარს ვე­ლო­დით, მე­უ­ფე­ებს, მღვდლებს, მე­გობ­რებს...

განაგრძეთ კითხვა