ტრამპი თავისი 48 სთ-იანი ულტიმატუმით ვერაფერს მიაღწევს ...
“თუ ირანი სრულად, საფრთხის გარეშე, ჰორმუზის სრუტეს ამ მომენტიდან 48 საათის განმავლობაში არ გახსნის, ამერიკის შეერთებული შტატები დაარტყამს და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული ყველაზე დიდიდან!", - დაწერა დღეს დილას აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
ულტიმატუმის ენით ლაპარაკი,როდესაც უკვე გახურებული დიდი ომი მიმდინარეობს,უკვე ცოტა არასერიოზულად მოჩანს-ირანი ტრამპის ულტიმატუმით არ დაშინდება და ჰორმუზის სრუტეს ყველა სავაჭრო გემისთვის და ტანკერისთვის 48-სთ-ში, რა თქმა უნდა არ გახსნის,რადგან დღეს ეს თემა აითოლების ხელისუფლების მთავარ პოლიტიკურ სავაჭრო კოზირს წარმოადგენს,ისევე როგორც მთავარ თავსატეხს ვაშინგტონისთვის.
საქმე ის არის,რომ რამდენიმე თვეში აშშ-ში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს,რომელზეც ტრამპის მოწინააღმდეგე დემოკრატებს გამარჯვების დიდი შანსები გამოუჩნდებათ,რადგან ამერიკელ ამომრჩეველში იმატებს უკმაყოფილება პრეზიდენტ ტრამპის მიერ გატარებული შიდა და გარე პოლიტიკის გამო,რამაც ირანთან ომი, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და შესაბამისად ამერიკელი მძღოლებისთვის საწვავის ფასის მნიშვნელოვანი გაზრდა გამოიწვია.
დღეს სწორედ ნავთობზე ფასების როგორმე შენარჩუნება წარმოადგენს თეთრი სახლის მთავარ თავსატეხს,რისთვისაც ტრამპის ადმინისტრაციამ სრულად წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო-ერთი თვით მოუხსნა სანქციები უკვე ნავთობპროდუქტებით ჩატვირთული ტანკერებიდან ირანული ნავთობის არანაკლებ 140 მლნ ბარელის გაყიდვას,რაც აითოლების რეჟიმს არანაკლებ 14 მლრდ დოლარს მისცემს გასაძლიერებლად და ამ ომის გასაგრძელებლად ანუ ირანთან მებრძოლი აშშ-ები,თავადვე აფინანსებს თავისივე მოწინააღმდეგეს?!
მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება აშშ-ებმა რუსული ნავთობის მიმართაც მიიღო,რაც პუტინის რეჟიმს არანაკლებ 165 მლრდ დოლარის დამატებით შემოსავალს მისცემს უკრაინაზე კიდევ უფრო ძლიერად შესატევად.
ირანი ტრამპის ულტიმატუმით არ დაშინდება და 48 სთ-ში არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს ყველა ტანკერისთვის,რის საპასუხოდ ამერიკული ავიაცია რა თქმა უნდა დაბომბავს ირანულ ელექტროსადგურებს,რაშიც ისრაელის პილოტებიც დიდი სიამოვნებით დაეხმარებიან,რადგან ეს ომი პირველ რიგში სწორედ ისრაელის ინტერესებშია და რაც უფრო მეტად დაიბომბება ირანი და არამარტო მისი სამხედრო ობიექტები და რაც მეტად დაემსგავსება ირანის დაბომბილი ქალაქები მიწასთან გასწორებულ ღაზას სექტორს,ეს ისრაელში დიდად აწყობთ,რადგან ანადგურებენ იმ მთავარ მოწინააღმდეგეს,რომლის აითოლების რეჟიმი ბოლო 47 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთს გაიძახოდა-ისრაელი არ უნდა არსებობდეს,ის ზღვაში უნდა გადავაგდოთო და ცდილობდა ეს პრაქტიკულადაც შეესრულებინა „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ხელით.
P.S. როგორც მოსალოდნელი გახლდათ,თეირანიდან დაუყოვნებლივ უპასუხეს ტრამპის ულტიმატუმს-თუკი ამერიკა და ისრაელი მათლაც დაიწყებენ შეტევებს ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკის სხვა ობიექტებზე,მაშინ საპასუხოდ განვახორციელებთ სარაკეტო დარტყმებს მთელ ახლო აღმოსავლეთში, ელექტროსადგურებსა და მტკნარი წყლის გამომუშავებელ ობიექტებზეო...
სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის კი სასმელი წყალი,რომელსაც ზღვის წყლის გამტკნარებით (უკუოსმოსით, დისტილაციით და ელექტროდიალიზით) იღებენ,ნავთობზე მეტად ფასობს და თუკი ირანმა მართლაც მიაყენა დარტყმები ამ ობიექტებს,ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სასმელი წყლის დიდი პრობლემაც შეიძლება წარმოიშვას...