ანეკდოტები
- მომისმინე, ,,ბრატ", რომ იძახდით, ქურდები დაბრუნდებიან, ივანიშვილმა თუ გაიმარჯვაო, სად არიან, ტო?! დაგვასიაფანდეთ?
ჭიჭიკიამ ქორწილში ისე მაგრად ითამადა, პირველ ღამეს აყურებინეს.
მიხო ბოსტანში პამიდორს კრეფს.
იმდენი მოკრიფა, ხელიდან დაუცვივდა. გასძახა მაროს:
- მარო! თასი გამაიტა!
- რომელი თასი? - ჰკითხა მარომ.
- რომელი და ფიგურულ სრიალში რო მაიგე. თასი გამაიტა, პამიდორი დავყარო!..
კაცმა კუჭის ოპერაცია გაიკეთა და საავადმყოფოდან გამოსვლისას ექიმს ჰკითხა, დალევა თუ შეიძლებაო. კიო, უპასუხა ექიმმა. კი მაგრამ, როგორო? - გაუკვირდა პაციენტს. როგორ და, მე რომ აგიკრძალო, აგერ, გარეთ საძმაკაცო გელოდება, გეტყვიან, წამო დავლიოთო, შენ ეტყვი, ექიმმა ამიკრძალაო. ისინი გეტყვიან, ექიმის დედაცო. ჰოდა, წადი დალიე, შენი დედაც და იმათიც.