“მშვიდობით, მუდამ ახალგაზრდა და მოაზროვნე დიდო მოხუცო პატრიარქო... რიდით გეტყვით ჯანსუღის სიტყვებით: ასე დავემშვიდობე მამას, დედას და ძმას: "მშვიდობით არა , ნახვამდის"
თაკო ჩრკვიანი ემოციური სიტყვებით ემშვიდობება სრულიად საქართველოს პატრიარქს, რომლის წასვლამ მთელი ქვეყანა დაამწუხრა. სტატუსი სავსეა ტკივილით, მადლიერებითა და იმ განცდით, რომელსაც ერთდროულად ორი ძვირფასი ადამიანის დაკარგვა მოაქვს:
„მიყვარხარ, ყოველთვის მიყვარდით, იმ შეუძლებელი საქმეების შეძლების გამო, რუსულად რომ წირვა აღევლინებოდა და ქართულად რომ დაამკვიდრეთ აფხაზეთში, ( იმ უმძიმესი რეჟიმის - წლების დროს) წართმეული ავტოკეფალიის და მრევლის შექმნის გამო, ეკლესიების აშენება- გამრავლების გამო ... ეს მცირედი, რაც უცებ ვთქვი, მადლობა რომ მე მგონია, რომ გუშინ დედა მიიბარეთ, რადგან დედამაც 17 მარტს დაგვტოვა, (მადლობა რომ მე ასე მჯერა და სიმშვიდეს მანიჭებს, რადგან ეს შეგრძნება თქვენგან წამოსული სითბოს დამსახურებაა, რომელსაც მუდამ ვგრძნობდი ჩვენი შეხვედრის დროს)
მშვიდობით, მუდამ ახალგაზრდა და მოაზროვნე დიდო მოხუცო პატრიარქო... და თუ გამიმართლა მე მოკვდავს, მაშინ რიდით გეტყვით ჯანსუღის სიტყვებით: ასე დავემშვიდობე მამას, დედას და ძმას: "მშვიდობით არა , ნახვამდის"