ისრაელმა თეირანზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში მიიტანა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დილით ადრე ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანში მათი სამიზნე „ტერორისტული ინფრასტრუქტურაა“.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ლიბანში ირანისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლა კვირების განმავლობაში გაგრძელდება.
„მოსალოდნელია, რომ ირანისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლაა კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში გველის“, - აღნიშნა დეფრინმა.