"თუ თქვენ ელექტროენერგიას დაარტყამთ, ჩვენც ელექტროენერგიას დავარტყამთ“ - ირანი ისრაელსა და რეგიონს ემუქრება - კვირის პალიტრა

"თუ თქვენ ელექტროენერგიას დაარტყამთ, ჩვენც ელექტროენერგიას დავარტყამთ“ - ირანი ისრაელსა და რეგიონს ემუქრება

ირანი ელექტროენერგიის სექტორზე თავდასხმას ისრაელის ელექტროსადგურებზე, ასევე რეგიონის ქვეყნებში აშშ-ის ბაზების ელექტროენერგიით მომმარაგებელ ელექტროსადგურებზე დარტყმით უპასუხებს, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

„მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს იმავე დონეზე. თუ თქვენ ელექტროენერგიას დაარტყამთ, ჩვენც ელექტროენერგიას დავარტყამთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, ირანი წყლის გამტკნარების ქარხნებზე თავდასხმას არ გეგმავს.

„ტყუილი. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აპირებს წყლის გამტკნარების ქარხნებზე თავდასხმას და რეგიონის ქვეყნების მოსახლეობისთვის სირთულეების შექმნას“, - ნათქვამია განცხადებაში

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა