უკრაინელების დიდი დარტყმა რუსეთზე - იწვის პრიმორსკის პორტი - კვირის პალიტრა

უკრაინელების დიდი დარტყმა რუსეთზე - იწვის პრიმორსკის პორტი

რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც პრიმორსკის პორტში საწვავის ავზი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.

ინფორმაციას ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე დროზდენკო ავრცელებს.

დროზდენკოს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 24 საათზე ნაკლებ დროში 60-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

„პრიმორსკის პორტში საწვავის ავზი დაზიანდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება და პერსონალი ევაკუირებულია“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა