ნიკა მელიას საქმე - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ?! - კვირის პალიტრა

ნიკა მელიას საქმე - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ?!

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

პროცესს არ ესწრებოდა ნიკა მელია.

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა