“შენ ხომ ჩემი ოქრო ხარო. ეს სიტყვები პატრიარქს ისე ღრმად ჩარჩა გულში, რომ დღეს ყველაზე დიდ სითბოს სხვების მიმართ ამ ფრაზით გამოხატავს.“ - ილია II-ის ემოციური მოგონება მამაზე და მის საოცარ წინასწარმეტყველებაზე - კვირის პალიტრა

“შენ ხომ ჩემი ოქრო ხარო. ეს სიტყვები პატრიარქს ისე ღრმად ჩარჩა გულში, რომ დღეს ყველაზე დიდ სითბოს სხვების მიმართ ამ ფრაზით გამოხატავს.“ - ილია II-ის ემოციური მოგონება მამაზე და მის საოცარ წინასწარმეტყველებაზე

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II, რამდენიმე წლის წინ ეკა ხოფერიასთან გადაცემაში იხსენებდა ამბავს, რომლის მიხედვითაც, მას პატრიარქობა მამამ უწონასწრმეტყველა:

- 12 წლის ვიყავი. ჩემი ბიძაშვილი 10-11 წლის იყო. ბიძაჩემი და ჩვენ მეზობლად ვცხოვრობდით. ბიძაჩემის ეზოში რაღაც შენდებოდა, მამაჩემიც იქ იყო, ჩვენც იქ ვიყავით. მამაჩემმა ბოთლი, ქაღალდი და კალამი მოითხოვა და დაწერა: ერთ-ერთი მათგანი (მე და ჩემს ბიძაშვილზე) იქნება საქართველოს პატრიარქიო. მას ასეთი გამოცხადებები ჰქონდა... ბოთლში ჩადო და კედელში ჩააშენეს.

ilia-meore-1774249872-1774251819.jpg

პატრიარქის მოგონებები საკუთარი ოჯახის, ბავშვობის, მშობლების შესახებ. როგორ გარემოში იზრდებოდა, რა უყვარდა და აღელვებდა, როგორ ზრდიდნენ მას:"მინდოდა, ჩვეულებრივი ადამიანი ვყოფილიყავი. რიგითი ადამიანი, ეს იყო ჩემი ოცნება. მიყვარდა ბუნება, ამ შესანიშნავ გარემოში ვიზრდებოდი. მიყვარდა პირუტყვი და ვფიქრობდი, რომ სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვიდოდი. ხანდახან მიტაცებდა მედიცინა, ვაგროვებდი რეცეპტებს, ხალხური მედიცინის დარგში.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო