რიკი მარტინი საქართველოში ჩამოდის - რა ეღირება კონცერტზე დასასწრები ბილეთი?! - კვირის პალიტრა

რიკი მარტინი საქართველოში ჩამოდის - რა ეღირება კონცერტზე დასასწრები ბილეთი?!

მომღერალი რიკი მარტინი საქართველოში ჩამოდის.

როგორც ირკვევა, პოპ-ვარსკვლავი საქართველოს საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში ეწვევა და შოუ გააერთიანებს არტისტის ისეთ ცნობილ ჰიტებს, როგორებიცაა Livin’ la Vida Loca, Maria, She Bangs და Nobody Wants to Be Lonely.

ლათინური პოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი კონცერტს 16 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართავს.

რიკი მარტინი საქართველოში კონცერტს გამართავს

კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთის ფასი 200 ლარიდან იწყება და 1500 ლარამდე ადის.

განაგრძე კითხვა