რუსეთის 22 წლის მოქალაქე საქართველოში, ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი ნახეს - კვირის პალიტრა

რუსეთის 22 წლის მოქალაქე საქართველოში, ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი ნახეს

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო "Panorama 360 Hotel“-ში, 22 წლის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ალი­ნა კამ­ბა­რო­ვა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც უამ­რავ კი­თხვის ნი­შანს აჩენს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. გო­გო­ნას მამა მე­დი­ას­თან შვი­ლის ბოლო სა­ა­თებ­სა და მათ ბოლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს.

რას ჰყვე­ბა მამა?ალი­ნა კამ­ბა­რო­ვა ნი­ჟ­ნი-ნოვ­გო­რო­დი­დან თბი­ლის­ში 16 მარტს ჩა­მო­ვი­და. ეს მისი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი არ ყო­ფი­ლა - ის სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნამ­დეც, ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და. რუ­სეთ­ში მხო­ლოდ დრო­ე­ბით, ოჯა­ხის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად დაბ­რუნ­და.

მა­მის თქმით, ალი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ელო­და:

"ის ამ გამ­გზავ­რე­ბას ცხოვ­რე­ბის ახალ ეტა­პად მი­იჩ­ნევ­და. უნ­დო­და იქ ცოტა ხნით ეცხოვ­რა და დის­ტან­ცი­უ­რად ემუ­შა­ვა. მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი ჰქონ­და და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იყო, რომ იქ მი­დი­ო­და“, - იხ­სე­ნებს მამა.

მა­მამ დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა შვილ­თან ბოლო კონ­ტაქ­ტი, რო­მე­ლიც 16 მარ­ტის სა­ღა­მოს, 23 სა­ათ­ზე შედ­გა - მამა ამ­ბობს, რომ ამ დროს გო­გო­ნა უკვე სას­ტუმ­რო­ში იყო.

"ბო­ლოს 11 სა­ათ­ზე მოგ­ვწე­რა. თქვა, რომ ძა­ლი­ან და­ი­ღა­ლა, წე­სი­ე­რად არ სძი­ნე­ბია და დას­ვე­ნე­ბა უნ­დო­და“.

განაგრძეთ კითხვა