პირველად ავიაციის ისტორიაში - რუსული „ალიგატორი“ უკრაინულმა დრონმა ჩამოაგდო - კვირის პალიტრა

პირველად ავიაციის ისტორიაში - რუსული „ალიგატორი“ უკრაინულმა დრონმა ჩამოაგდო

ირანის ომმა, სადაც ყოველდღიური საჰაერო შეტევები, გინდ ერთი და გინდაც მეორე მხრიდან, არ წყდება, ერთგვარ ჩრდილში მოაქცია ომი უკრაინაში, თუმცა რუსეთ-უკრაინის ფარომასშტაბიანი საბრძოლო დაპირისპირება არსად წასულა...

რამდენიმე დღის წინ ირანის პროპაგანდამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესძლო ამერიკული მეხუთე თაობის F-35 Lightning II ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდება, რაც ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა( საერთოდ ირანელები ძალიან ხშირად აცხადებენ მორიგი ამერიკული თუ ისრაელის თვითმფრიანვების ჩამოგდების თაობაზე, რაც არ დასტურდება), რომ არა თანდართული ვიდეოკადრები,გადაღებული თბოვიზორის საშუალებით-მიზანში ამოღებულ ამერიკულ ასმილიონ დოლარიან „პინგვინთან“ მართლაც ფეთქდება რაკეტა, რის შემდეგ ვიდეოკადრები წყდება. არადა, სხვა შემთხვევებში, როდესაც ირანელები ანალოგიური სახით აგდებდნენ ამერიკულ და ისრაელის უპილოტო სადაზერვო-დამრტყმელ თვითმფრინავებს, გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანდა აფეთქებული დრონის ფრაგმენტების ჰაერში დაშვებაც. ამერიკულ „პინგვინთან“ მიმართებაში კი ეს არ აჩვენეს, რაც უფრო იმაზე მიანიშნებს, რომ ირანულმა საზენიტო რაკეტამ შეიძლება მართლაც შესძლო ამერიკული „პინგვინის“ დაზიანება, ოღონდ არა განადგურება და ეს უკანასკნელი ავარიულად დაეშვა აეროდრომზე, რაც კიდეც დაადასტურა ამერიკულმა მხარემ.

1-ukdroni-1774258110.png

ფოტო: ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ცაში რუსეთმა 68 ერთეული Ка-52 «Аллигатор»-ი დაკარგა...

სანამ სამხედრო სპეციალისტები იმას არკვევდნენ, რომ მსოფლიო ავიაციის ისტორიაში პირველად, მართლაც შეძლო თუ არა ირანმა მეხუთე თაობის ამერიკული F-35 Lightning II ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდება, ნამდვილად მოხდა ის, რაც შევა ავიაციის ისტორიაში-ირანიდან ათასი კმ-ით დაშორებულ უკრაინის ცაში რუსული სადაზვერვო-დამრტყმელი შვეულმფრენი Ка-52 «Аллигатор»-ი მართლაც პირველად ჩამოაგდო უკრაინულმა FPV-დრონმა...

კამიკაძე - დრონით შვეულმფრენების ჩამოგდების ფაქტი აქამდეც ორჯერ იყო დაფიქსირებული ვიდეოკადრების საშუალებით - პირველად მნიამში პარტიზანების მიერ და მეორედ უკრაინის ცაში, მაგრამ ორივე შემთხვევაში დრონების მსხვერპლი Ми-8МТ/Ми-17 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენები გახდნენ, მაშინ როდესაც 16 მლნ დოლარად შეფასებული Ка-52 «Аллигатор»-ი რუსეთის საოკუპაციო ძალების მთავარ დამრტმელ შვეულმფრენს წარმოადგენს უკრაინასთან ომში.

დამოუკიდებელი ანალიტიკური ჯგუფის Oryx -ის მონაცემების თანახმად, რომელიც მხოლოდ არსებულ ფოტო-ვიდეოკადრებს ეყრდნობა, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის ცაში 172 შვეულმფრენი დაკარგა და მათ შორის ყველაზე მეტი-68 ერთეული სწორედ Ка-52 «Аллигатор»-ი იყო.

ეს არ ნიშნავს, რომ რუსული „ალიგატორი“ ადვილად ჩამოსაგდები დამრტყმელი შვეულმფრენია და რაიმეთი ჩამოუვარდება ანალოგიური დანიშნულების მეორე რუსულ შვეულმფრენს Ми-28, რომელიც ციდან მხოლოდ 19 ჯერ დაენარცხა უკრაინის მიწას, უბრალოდ „ალიგატორებს“ უფრო დიდი რაოდენობითა და ხშირად იყენებს რუსეთის სარდლობა ამ ომში.

2-ukdroni-1774258182.jpg

ფოტო: უკრაინული FPV-დრონის სამიზნეში ამოღებული რუსული „ალიგატორი“, წამიც და შეჯახება მოხდება...

მთავარი აქ შემდეგშია-უკრაინულმა,ოპტიკურ-ელექტრონული სადენით მართვადმა FPV-დრონებმა „ისწავლეს“ ფრონტის ხაზიდან 30-50 კმ-ის სიღრმეში მოწინააღმდეგის ზურგში შეფრენა სახმელეთო სამიზნეების ზუსტად დასაზიანებლად,მ აგრამ მათი ოპერატორები უარს არ ამბობენ რუსული საჰაერო სამიზნეებზეც, ამ შემთხვევაში კი რუსულ შვეულმფრენებზე თავისუფალ „ნადირობაზეც“, მაშინ როდესაც „ალიგატორები“ ფრონტის ხაზიდან ათიოდე კმ-ში ცდილობენ კაბრირების რეჟიმში(როდესაც შვეულმფრენის ცხვირი მაღლაა აწეული) გაუშვან უმართავი რაკეტების ზალპი...

რუსული „ალიგატორის“ ჩამოგდება უკრაინული დრონით,სავარაუდოთ დააშინებს რუსული შვეულმფრენების ეკიპაჟებს და ისინი ფრონტის ხაზთან 30-იოდე კმ-ში მიახლობას თავს აარიდებენ, შესაბამისად „ალიგატორიდან“ გაშვებული მართვადი და მით უმეტეს უმართავი რაკეტები ვეღარ მისწვდებიან უკრაინის დამცველების პოზიციებს...

P.S. რუსული „ალიგატორზე“ უკრაინული კამიკაძე-დრონის დაჯახებისა და აფეთქების შემდეგ, „ალიგატორის“ეკიპაჟის ორივე წევრმა არ გამოიყენა კატაპულტირების სისტემა( Ка-52 «Аллигатор»-ი მსოფლიოში ერთადერთი სერიული წარმოების შვეულმფრენია, რომლის ეკიპაჟის წევრებს კატაპულტირება შეუძლიათ) და დაზიანებული შვეულმფრენი ავარიულად დასვა.სანამ შვეულმფრენი მიწაზე იწვოდა, ორივე მათგანმა გაქცევა და თავის შველა სცადა,მაგრამ ჰაერში მოდარაჯე სხვა უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა მათ ამის საშუალება არ მისცა...

ვიდეო: რუსული „ალიგატორის“ უკრაინული FPV-დრონით ჩამოგდების ვიდეოკადრები