"ცოტა ხანს აღნიშნულზე არავინ იფიქროთ, ჯეროვანი პატივი მივაგოთ ილია მეორეს" - მეუფე ნიკოლოზი პატრიარქობის კანდიდატების შესახებ კითხვაზე
ცოტა ხანს აღნიშნულზე არავინ იფიქროთ, ჯეროვანი პატივი მივაგოთ ილია მეორეს, მეცხრე დღეც გადავიხადოთ. ალბათ, შემდეგ მოვემზადებით. აღდგომის დღესასწაული მოდის, ეს ყველაფერი ჩავატაროთ, ცოტა რომ გამოვიხედებით თვალებიდან, დავიწყებთ ფიქრს აღნიშნულზე, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, როდესაც ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, პატრიარქობის რამდენი კანდიდატი შეიძლება გამოიკვეთოს და რა გამოწვევები ელოდება მას.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით „სინოდის წევრებს, ჯერ არც კი უსაუბრიათ“.
"ინტერპრესნიუსი"