"უშენოდ..." - დედა ელენეს ლექსი პატრიარქს
"კვირის პალიტრა" გთავაზობთ დედა ელენეს ლექსს, რომელიც მან საქართველოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას მიუძღვნა.
უშენოდ
უშენოდ აყვავებულა ნუში,
უშენოდ ამოსულა მზეც,
უშენოდ გავიღვიძეთ გუშინ,
უშენოდ შევევედრეთ ღმერთს...
უშენოდ შევხვდებით ბზობას და ხარებას,
უშენოდ ვიზეიმებთ აღდგომის დღეს...
შენ შეუერთდები ჩვენ დიდებულ წინაპრებს,
წმინდანთა დასიც გელოდება შენ...
იმედად ვიტოვებთ შენ დიდ სიყვარულს
და მეოხებას არ მოგვაკლებ ჩვენ,
ღმერთსა და ღვთისმშობელს ჩააბარებ
შენ ძვირფას საქართველოს,
საქართველოსაც უყვარხარ შენ,
ამ დაუწყვედელი სიყვარულის მადლი
ერთობად და ნუგეშად გვეფინება დღეს:
გვიყვარხარ საქართველო,
გვიყვარხარ საქართველო,
გვწამს ლაზარესავით აღდგები შენც.
20 მარტი, 2026 წელი