"თუ ჩვენს სანაპიროს ან კუნძულს თავს დაესხმებიან, სპარსეთის ყურის მარშრუტებს დავნაღმავთ" - ირანის თავდაცვის საბჭო
ირანის თავდაცვის საბჭოს განცხადებით, თუ ირანის სანაპიროებს ან კუნძულებს თავს დაესხმებიან, თეირანი, დანაღმვის გზით, სპარსეთის ყურის მარშრუტებს დაბლოკავს.
„მტრის მიერ ირანის სანაპიროებზე ან კუნძულებზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობა, ბუნებრივია, და საერთო სამხედრო პრაქტიკის შესაბამისად, გამოიწვევს სპარსეთის ყურეში და სანაპიროებზე წვდომის მარშრუტებისა და საკომუნიკაციო ხაზების დანაღმვას სხვადასხვა ტიპის საზღვაო ნაღმებით, მათ შორის მცურავი ნაღმებით, რომელთა გაშვებაც სანაპიროებიდან არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, მთელი სპარსეთის ყურე პრაქტიკულად დიდი ხნის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება. ამჯერად, ჰორმუზის სრუტესთან ერთად, მთელი სპარსეთის ყურე პრაქტიკულად დაიბლოკება და ამაზე პასუხისმგებლობა მუქარის გამავრცელებელ მხარეს დაეკისრება“, - აღნიშნულია ირანის თავდაცვის საბჭოს განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"