"როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ბოდავს, მაგრამ ეს ბოდვა კონკრეტული მიზნისკენ არის მიმართული" - გია ვოლსკი - კვირის პალიტრა

"როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ბოდავს, მაგრამ ეს ბოდვა კონკრეტული მიზნისკენ არის მიმართული" - გია ვოლსკი

როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ბოდავს, მაგრამ ეს ბოდვა კონკრეტული მიზნისკენ არის მიმართული, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, „ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქართული ეკლესიის განადგურებაა“.

მისი თქმით, „დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ რა მოხდა, რა მდგომარეობაა ზოგადად მსოფლიოსა და საქართველოში, რა უნდა საზოგადოებას და შემდეგ გაეცემა პასუხი სააკაშვილსაც, ზურაბიშვილსაც და ნებისმიერ სხვას, ვისაც ამ საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.“

„როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ბოდავს, მაგრამ ეს ბოდვა კონკრეტული მიზნისკენ არის მიმართული. ასე რომ, დღეს კიდევ ერთხელ გავიაზროთ რა მოხდა, რა მდგომარეობაა ზოგადად მსოფლიოში, საქართველოში შექმნილი, რა უნდა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს და შემდეგ გავცეთ პასუხი უკვე სააკაშვილსაც და ზურაბიშვილსაც და ნებისმიერ სხვას, ვისაც ამ საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს“, - განმარტა ვოლსკიმ.

კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს, რატომ არ იყო საშვები დაშვებული რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პატრიარქის დაკრძალვის დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში, ვოლსკიმ უპასუხა, რომ მასთან დაკავშირებითაც ექნებათ პასუხები.

„ამასთან დაკავშირებითაც გვექნება პასუხები, მაგრამ ვფიქრობ, დღევანდელი დღე დაფიქრების დღეა. მათ შორის, დაფიქრებას ველით იმ ხალხის მხრიდან, რომელიც შეკითხვებს სვამს. არა მარტო პასუხზე, მომავალზე და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზეც, თუ რა კითხვას სვამ, რა არის ამ კითხვაში ჩადებული, რას გინდა რომ მიაღწიო, რა პოლიტიკური მიზნები და ამოცანები გაქვს. აქედან გამომდინარე, გავიაზროთ ყველაფერი და ხვალინდელი დღიდან უკვე დავიწყოთ ამ თემებზე საუბარი, რომელიც აშკარად პოლიტიკური ნიშნით არის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა