"უწმინდესმა ჩემს მეგობარს ღიმილით უთხრა, - ნუ გეწყინებათ... მეც იქიდან ვარ წარმოშობით, სადაც თქვენ გცემეს“ - რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის მოგონებები პატრიარქზე - კვირის პალიტრა

"უწმინდესმა ჩემს მეგობარს ღიმილით უთხრა, - ნუ გეწყინებათ... მეც იქიდან ვარ წარმოშობით, სადაც თქვენ გცემეს“ - რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის მოგონებები პატრიარქზე

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი, ცნო­ბი­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ მო­გო­ნე­ბას აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთან, ილია II-თან პი­რად შეხ­ვედ­რებ­სა და იმ უც­ნობ დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს, რა­მაც მის ცხოვ­რე­ბა­ზე წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა:

"გა­და­ღე­ბე­ბის დროს ჩემი ჯგუ­ფის წევ­რი მძი­მედ და­შავ­და - მთა­ში ის სიკ­ვდი­ლის პი­რამ­დე სცე­მეს. სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი მე­გო­ბა­რი დეპ­რე­სი­ი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, წირ­ვა­ზე წა­მეყ­ვა­ნა. მინ­დო­და, სა­პატ­რი­არ­ქო გუნ­დის ღვთი­უ­რი გა­ლო­ბა მო­ეს­მი­ნა.

ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა რომ დაგ­ვი­ნა­ხა, იკი­თხა, - რა სჭირ­და ჩემს და­სა­ხიჩ­რე­ბულ მე­გო­ბარს. სულ მალე კი დაბ­რუნ­და და გვი­თხრა, რომ სა­კურ­თხე­ველ­ში თა­ვად პატ­რი­არ­ქი გვე­ლო­დე­ბო­და.

  • უწ­მინ­დეს­მა ჩემს მე­გო­ბარს ღი­მი­ლით უთხრა: "ნუ გე­წყი­ნე­ბათ... მეც იქი­დან ვარ წარ­მო­შო­ბით, სა­დაც თქვენ გცე­მეს“.

შემ­დეგ სა­პატ­რი­არ­ქო­ში ტრა­პეზ­ზე დაგვპა­ტი­ჟა. მე­გო­ბარს ვის­კი შეს­თა­ვა­ზა - მა­შინ­ვე მიხ­ვდა, რომ ეს და­ძა­ბუ­ლო­ბის მოხ­სნა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და. იქი­დან სით­ბო­თი სავ­სე­ნი და და­სა­ჩუქ­რე­ბულ­ნი წა­მო­ვე­დით.

გა­ვი­და დრო. სამი წელი ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე დავ­დი­ო­დით და ეს ამ­ბა­ვი თით­ქოს და­მა­ვი­წყდა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ოთხი წლის შემ­დეგ, სა­პატ­რი­არ­ქო­დან ჩემი ძებ­ნა და­ი­წყეს. მა­ღა­ლი იერ­არ­ქე­ბი და მეც თავ­გა­მო­დე­ბით ვცდი­ლობ­დით გაგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა, ვინ იყო ის "ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნი“, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ პატ­რი­არ­ქთან მი­ვიყ­ვა­ნე. მე უკვე აღარ მახ­სოვ­და.

განაგრძეთ კითხვა