"ჩვენს ღმერთივით ლამაზ და მოწყალე პატრიარქს ვემშვიდობებით" - ჰერელების (ინგილოების) მადლიერების წერილი - კვირის პალიტრა

"ჩვენს ღმერთივით ლამაზ და მოწყალე პატრიარქს ვემშვიდობებით" - ჰერელების (ინგილოების) მადლიერების წერილი

აზერ­ბა­ი­ჯან­ში მცხოვ­რე­ბი, ის­ტო­რი­უ­ლი ჰე­რე­თის მკვიდ­რი ქარ­თვე­ლე­ბი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ წე­რილს აქ­ვეყ­ნე­ბენ, სა­თა­უ­რით: "ჩვენს ღმერ­თი­ვით ლა­მაზ და მო­წყა­ლე პატ­რი­არ­ქს ვემ­შვი­დო­ბე­ბით - ჰე­რე­ლე­ბის (ინ­გი­ლო­ე­ბის) მად­ლი­ე­რე­ბის წე­რი­ლი".

"სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ. მათ რი­ცხვში ვართ ჩვენ მად­ლი­ე­რი ჰე­რე­ლე­ბიც. უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის მიერ ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი მარ­ცვა­ლი, შემ­დგომ ას­წლე­უ­ლებ­შიც ძლი­ერ ეროვ­ნულ ნა­ყოფს უხ­ვად გა­მო­ის­ხამს.

ჩვე­ნი მი­წი­ე­რი ცხოვ­რე­ბის სი­სავ­სეც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის წმინ­დან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნა­თე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა.

ჯერ კი­დევ 90-ია­ნებ­ში ჰე­რე­ლი ბავ­შვე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სას­ვე­ნებ­ლად წა­მო­საყ­ვა­ნად ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­პატ­რი­არ­ქო გვეხ­მა­რე­ბო­და - სუ­ლი­ე­რი აღ­მზრდე­ლე­ბით, შორ გზა­ზე ტრან­სპორ­ტი­რე­ბით, მო­მა­რა­გე­ბით და ა.შ. ყო­ვე­ლი ჩა­მოს­ვლა-დაბ­რუ­ნე­ბი­სას მთა­ვარ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით გვხვდე­ბო­და - თი­თო­ე­ულ ინ­გი­ლო ბავ­შვს თავ­ზე ხელს ადებ­და, კი­თხვებს უს­ვამ­და, ტკბი­ლად ესა­უბ­რე­ბო­და, მთე­ლი გუ­ლით ლო­ცავ­და; უხვ საგ­ზალ­საც გვა­ტან­და.

წლებ­თან ერ­თად ეს გოგო-ბი­ჭე­ბი გა­ი­ზარ­დნენ და ცხოვ­რე­ბამ ისი­ნი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნა. სა­დაც კი შეგ­ვხვედ­რი­ან, ერთს გვე­უბ­ნე­ბი­ან - ჩვენ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა თბი­ლის­ში ილია მე­ო­რეს­თან შეხ­ვედ­რა-და­ლოც­ვა იყო, რომ­ლის გა­სა­ო­ცა­რი ძალა სულ თან მოგ­ვყვე­ბა გვეხ­მა­რე­ბა და ეუ­ლად არა­სო­დეს გვტო­ვებ­სო.

პა­ტა­რე­ბი როცა იყ­ვნენ, ყო­ველ ჩა­მოს­ვლა­ზე ხომ უწ­მინ­დესს ახ­ლად მომ­ზა­დე­ბულ ქარ­თულ ლექ­სებ­სა და სიმ­ღე­რებს აბა­რებ­დნენ - მის­გან და­უ­ვი­წყარ შე­ფა­სე­ბებს ის­მენ­დნენ.

განაგრძეთ კითხვა