(ვიდეო) ფაშინიანმა ბოდიში მოუხადა ყარაბაღელ ქალს, რომელსაც მეტროში დაუპირისპირდა - კვირის პალიტრა

(ვიდეო) ფაშინიანმა ბოდიში მოუხადა ყარაბაღელ ქალს, რომელსაც მეტროში დაუპირისპირდა

22 მარტს ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის მეტ­რო­თი მგზავ­რო­ბის ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ ის მგზავრს - მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ყო­ფილ მკვიდრს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 7 ივ­ნი­სის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის ფა­ში­ნი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით ემ­ზა­დე­ბა, ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას უკვე აწარ­მო­ებს და სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მებ­ზე საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლურ ვი­დე­ო­ებ­საც აზი­ა­რებს. ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად ხში­რად მგზავ­რობს ავ­ტო­ბუ­სით და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან პი­რის­პირ სა­უბ­რობს სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე.

fashiniani

ფა­ში­ნი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბი­სას, თა­ნა­გუნ­დელ­თან ერ­თად ჩურ­ჩხე­ლას მი­ირ­თმევსკვი­რას ფა­ში­ნი­ან­მა ერევ­ნის მეტ­რო­თი იმ­გზავ­რა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას სომ­ხე­თის მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი რუ­კე­ბი და­უ­რი­გა.

კონ­ფლიქ­ტი ფა­ში­ნი­ან­სა და ახალ­გაზ­რდა ყა­რა­ბა­ღელ ქალს შო­რის, რო­მე­ლიც თა­ვის მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად მგზავ­რობ­და, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც პრე­მი­ერ­მა მას გულ­საბ­ნე­ვის ფორ­მის რუკა სა­ჩუქ­რად გა­უ­წო­და. თუმ­ცა, იყო ერთი დე­ტა­ლი: რუ­კის ფორ­მის გულ­საბ­ნე­ვე­ბი ასა­ხავ­და სომ­ხეთს მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში - მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის გა­რე­შე.

განაგრძეთ კითხვა