"უკანასკნელად უწმიდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მობრძანდა. როდესაც ტაძრიდან მიბრძანდებოდა, დაცვას უბრძანა: „კარი გააღეთ, ხალხმა დამინახოსო“ - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი (ვიდეო)
არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ვიდეოს ავრცელებ. როგორც ის წერს, ეს კადრები ასახავს უწმიდესის სამების საკათედრო ტაძარში უკანასკნელად მოსვლას.
"უკანასკნელად უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მობრძანდა. როდესაც ტაძრიდან მიბრძანდებოდა, დაცვას უბრძანა: „კარი გააღეთ, ხალხმა დამინახოსო“. ცოტა ხანში მანქანა მეორედ გააჩერებინა და ნათლობის ორგანიზატორებთან ერთად ჩვენც გაგვახარა. ეს კადრები იმ საღამოს გადავუღე, მას შემდეგ აღარ მინახავს... ბოლოს კლინიკაში, მის უკანასკნელ დღეს ვნახე, შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა... მძიმეა, თუმცა შეხვედრის იმედი მუდამ მექნება", - წერს არქიმანდრიტი იოანე.