მსხვერპლთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც - პოლონეთში შრომითი ტრეფიკინგის დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს
პოლონეთის სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს "შრომით მონობაში" ამყოფებდა. ინფორმაციას პოლონური მედია აქვეყნებს.
პოლონეთის პროკურატურის ცნობით, შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა 150-მდე ადამიანი, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და ინდოეთის მოქალაქეები.დანაშაულებრივი სქემა და "შრომითი მონობა“გამოძიების ვერსიით, ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებისგან შედგებოდა, უცხოელებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ იბირებდა. მათ ჰპირდებოდნენ ლეგალურ დასაქმებას, მაღალ ანაზღაურებას და კარგ სამუშაო პირობებს, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებული იყო.
პროკურატურის განცხადებით, დამსაქმებლები მუშაობის პროცესში შემდეგ მეთოდებს იყენებდნენ:
დოკუმენტების ჩამორთმევა: მსხვერპლებს ართმევდნენ პასპორტებსა და სხვა პირად საბუთებს;
ფინანსური კონტროლი: დასაქმებულებს არ უხდიდნენ კუთვნილ ხელფასს, რის გამოც მათ გადაადგილების საშუალებაც კი არ ჰქონდათ;
დეზინფორმაცია: მუშებს ატყუებდნენ სამუშაო საათების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ;
იზოლაცია: ენის ბარიერის, ფინანსების და საბუთების არქონის გამო, ადამიანები ვერ ახერხებდნენ ვერც სამსახურის შეცვლას და ვერც სამშობლოში დაბრუნებას.
გამოძიების მიმდინარეობა და დაკავებების საქმეზე სულ 9 პირია ბრალდებული. მათ წარედგინათ 19 სხვადასხვა ბრალდება, მათ შორის ორგანიზებულ კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობა, ტრეფიკინგი და ქვეყანაში უცხოელთა უკანონო ყოფნის ხელშეწყობა. ვრცლად