კოლუმბიაში Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

კოლუმბიაში Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა

კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას, სულ მცირე, 57 სამხედრო მოსამსახურე გადაურჩა, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კოლუმბიის სამხრეთში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან 57 ადამიანი ცოცხლად გამოიყვანეს.

ცნობისთვის, კოლუმბიაში Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა.

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"