აღარ მინდა ომბუდსმენი! - კვირის პალიტრა

აღარ მინდა ომბუდსმენი!

მე მესმის, რომ სახალხო დამცველის თანამდებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მესმის, რომ კარგია, როდესაც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე კანდიდატების შერჩევაში საზოგადოება ფართოდაა ჩართული, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოოდ ერთი თანამდებობისთვის გააფთრებულ ბრძოლას ხომ არ დაემსგავსა?

სახალხო დამცველობა პირველ რიგში პასუხისმგებლობაა და არა პრივილეგია ცოტა უცნაურია, როდესაც ხალხი ასე გააფთრებით იბრძვის, არა მე დამაკისრეთ ეს პასუხოსმგელობა არა მეო. კონკურენცია ძალიან კარგია, მაგრამ ერთმანეთისთვის ლამის თავ-პირის დამტვრევა, ცოტა ნამეტანი მგონია. აქამდე ძველი ხელისუფლბა ისე ნიშანვდა სახალხო დამცველებს, საზოგადოებას არაფერს ეკითხებოდა, ახლა საზოგადოება გააქტიურდა და მეორე უკიდურესობაში გადავარდით. ამ ნაიდაგზე ერთმანეთს დავუპირისპირდით. მე მესმის, რომ შეიძლება გინდოდეს ეს პოსტი, მესმის, რომ შეიძლება ძალიან გინდოდეს ემსახურო შენს ხახლს, მაგრამ ამის გამო ასე თავგამოდებით ბრძოლა ჩემთვის აბსოლიტურად გაუგებარია.

თქვი, რომ გაქვს ამის სურვილი, თქვი, რატომ ფიქრობ, რომ იქნები კარგი სახალხო დამცველი, თქვი, რომ თუ აგირჩევენ, იქნება კარგი და დაელოდე. სახალხო დამცველობის გამო შენს კონკურენტს ყელში კი არ უნდა სწვდე, ვისაც შენ არ მოსწონხარ, ისინი კი არ უნდა ლანძღო. ასეთ ადამიანს, ბუნებრივია, არ შეიძლება პრეტენზია ქოდნეს სახალახო დამცველობაზე. ბუნებრივია, არც იმ ამდიანს შეიძლება ამის პრეტენიზა ქონდეს, ვინც ამბობს, რომ მამათმავლობა დასჯადი უდნა იყოს. სახალხო დამცველი ყველა ჯგუფის უფლებებს უნდა იცავდეს, მათ შორის ისეთისაც ვინც შეიძლება დიდიად არ მოსწონდეს. მოკლედ, საკმაოდ არაორდინალური სიტუაცია შეექმნა და ახლაი ხელისუფლება დროზე თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას აქეთ გავხდებით სახალხო დამცველობის მაძიებელთაგან დასაცავები.