ავიაკატასტროფა კოლუმბიაში - დაღუპულია 66 სამხედრო
კოლუმბიაში ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 66 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კოლუმბიის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ჰუგო ალეხანდრო ლოპესის ცნობით, ქვეყნის სამხრეთში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 128 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 115 სამხედრო მოსამსახურე.
ასევე, მისი თქმით, 4 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ხოლო ათობით დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა კოლუმბიის სამხრეთში, პერუს საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ პუერტო-ლეგისამოში აფრენისას განიცადა.
"ინტერპრესნიუსი"