"თბილისში მამაკაცმა დედა და ძმა მოკლა" - შსს - კვირის პალიტრა

"თბილისში მამაკაცმა დედა და ძმა მოკლა" - შსს

თბილისში მკვლელობა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო, დედას და ძმას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის ორი წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული დ.რ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო, დედას და ძმას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დ.რ. ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა