"ოცდათოთხმეტი წლის წინ ამ დღეს, 1992 წლის 24 მარტს, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს" - აშშ-ის საელჩო
"ოცდათოთხმეტი წლის წინ ამ დღეს, 1992 წლის 24 მარტს, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ჩვენ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობასა და პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარა", - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
"შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის დეკემბერში აღიარა, ხოლო ეს ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების მომდევნო ეტაპი იყო.ამერიკელი ხალხისადმი მიმართვაში, თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ეს ნიშნავდა აშშ-ის საელჩოს გახსნას თბილისში რაც შეიძლება მალე და საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მიმართულებით", - აღნიშნულია განცხადებაში.