"როცა პოლიტიკურ ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო, ქალ პოლიტიკოსს, ოთხი შვილის დედას, ე.წ. სასამართლო 1 წლითა და 6 თვით ციხეში უშვებს, ეს არ არის სამართალი" - ირაკლი კუპრაძე - კვირის პალიტრა

"როცა პოლიტიკურ ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო, ქალ პოლიტიკოსს, ოთხი შვილის დედას, ე.წ. სასამართლო 1 წლითა და 6 თვით ციხეში უშვებს, ეს არ არის სამართალი" - ირაკლი კუპრაძე

მაშინ, როცა პოლიტიკურ ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო, ქალ პოლიტიკოსს, ოთხი შვილის დედას, ე.წ. სასამართლო 1 წლითა და 6 თვით ციხეში, საპატიმროში უშვებს, ეს არ არის სამართალი, - ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ.

„მაშინ, როცა პოლიტიკურ ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო, ქალ პოლიტიკოსს, ოთხი შვილის დედას, ელენე ხოშტარიას, ე.წ. სასამართლო 1 წლითა და 6 თვით ციხეში, საპატიმროში უშვებს, ეს არ არის სამართალი, ეს არ არის სასამართლო სისტემა, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ, რასაც სხვა ვერანაირი შეფასება ვერ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა