"ამოდენა მილიარდები როცა გაქვს, შენს ქვეყანაში ან ბათუმში, სადაც დაიბადე, ერთი ქარხანა თუ არა, ჯიხური მაინც უნდა ჩადგა" - რომან გოცირიძე მილიარდერ მიხეილ ლომთაძეზე - კვირის პალიტრა

"ამოდენა მილიარდები როცა გაქვს, შენს ქვეყანაში ან ბათუმში, სადაც დაიბადე, ერთი ქარხანა თუ არა, ჯიხური მაინც უნდა ჩადგა" - რომან გოცირიძე მილიარდერ მიხეილ ლომთაძეზე

"გუშინ ქართულმა “ფორბსმა” პირველად გამოაქვეყნა ქართველ მილიონერთა ასეული. კარგია ეს მცდელობა. მერე ნელ-ნელა დაიხვეწება სია. ზოგი ზედმეტად გადაფასებულია ჩემი აზრით, ზოგიც ზედმეტად შეუფასებელი", - ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ერთ ნაცნობს ხუმრობოთ მივულოცე მესინჯერში და გაკვირვებული იყო, ნეტავ მართლა მქონდეს მაგდენი ქონებაო:)) ორი რამე მომხვდა თვალში:ამ ასი ყველაზე მდიდარი ადამიანიდან დღეს მხოლოდ 3-4-ს თუ მიაქვს რეკლამა კრიტიკულ ტელევიზიებში, დანარჩენს ყველას სად მიაქვს(მიჰქონდა) ისედაც ნათელია.

სიის სათავეში არის ქართული წარმოშობის ყაზახი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე. ამ სიაში იგი ფორმალურადაა, რადგან ქართული პასპორტიც აქვს. ქართულ პასპორტს ჯერ კიდევ რა ძალა აქვს, ყველას კარგად მოგვეხსენება-ფეხით აღებს ევროკავშირის კარებს. შეიძლება ამ მეწარმეს გარდა პრაგმატულისა, პატრიოტული მოტივიც ამოძრავებს, მაგრამ ამოდენა მილიარდები როცა გაქვს, შენს ქვეყანაში ან ქალაქში სადაც დაიბადე(ბათუმი), ერთი ქარხანა თუ არა, ჯიხური მაინც უნდა ჩადგა", - წერს რომან გოცირიძე.