ლისი დეველოპმენტის წარმატება – უძრავი ქონების ინდუსტრიაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ქართულმა კომპანიამ პირველად დაიმსახურა - კვირის პალიტრა

ლისი დეველოპმენტის წარმატება – უძრავი ქონების ინდუსტრიაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ქართულმა კომპანიამ პირველად დაიმსახურა

კომპანია “ლისი დეველოპმენტი” ევროპის უძრავი ქონების კონკურსზე გამარჯვებულად დასახელდა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.

პროექტისათვის “მწვანე ქალაქი ლისი”, რომელიც თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება, “ლისი დეველოპმენტმა” ხუთვარსკვლავიანი ჯილდო აიღო ნომინაციაში “საუკეთესო მრავალერთეულიანი დეველოპმენტი საქართველოში”.

ევროპის უძრავი ქონების კონკურსში ქართულმა კომპანიამ პირველად მიიღო ასეთი დონის ჯილდო.

კომპანია ლისი დეველოპმენტი მრავალ პროექტს აერთიანებს: გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ახალი შენობა, საცხოვრებელი კომპლექსი “ლისი ვერანდა”, ლისის ტბის სარეკრეაციო ზოლი, ახალი თერმული წყლების კომპლექსი, ბრიჯ-ჰაუსი სახელოსნოებით ხელოვანებისათვის და სხვა.

ლისი დეველოპმენტის პროექტის მთავარ კონცეფციაში მოიაზრება გამორჩეულად მშვიდი, ჯანსაღი და მწვანე გარემოს განვითარება. მწვანე ქალაქი, რომელიც ბუნებაშია შექმნილი, თავისუფალია ზედმეტი ხმაურისგან და გამოირჩევა არაჩვეულებრივი ხედებით. ქალაქის კომფორტისა და ბუნების სიმყუდროვის ერთობლიობა ლისის პროექტს სრულიად უნიკალურს ხდის.

აღსანიშნავია ასევე, რომ ლისის ტბის სარეკრეაციო ზოლი სულ რამოდენიმე წუთითაა დაშორებული ახალი საცხოვრებელი უბნის - ლისი ვერანდასაგან, და გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის სრულიად ახალი, თანამედროვე შენობისაგან.

რაც შეეხება საერთაშორისო უძრავი ქონების კონკურსს, იგი უკვე 19 წელია არსებობს და დღეისათვის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია უძრავი ქონების ინდუსტრიაში. ამ კონკურსზე წარდგენილ პროექტებს აფასებენ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძრავი ქონების ყველა სფეროდან. წელს პროექტების შერჩევის პროცესში ჩართული იყო 60-ზე მეტი ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ევროპის უძრავი ქონების კონკურსი სხვა რეგიონალურ საკონკურსე პროგრამებთან ერთად საერთაშორისო უძრავი ქონების კონკურსში ერთიანდება. კონკურსები ტარდება არაბეთის, აზიის, წყნარი ოკეანის, აფრიკისა და დიდი ბრიტანეთის რეგიონალურ კატეგორიებშიც.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

კომპანია ლისი დეველოპმენტი - 2 48 47 44 - tbi@lisi.ge - www.lisi.ge

უძრავი ქონების კონკურსი - პოლ ვრაიტი -  +44 (0) 1245 35 88 77 - www.propertyawards.net

R